პატარა შვილის გადასარჩენად წყალში გადახტა და თავი ქვაზე დაარტყა, ბავშვის ამოყვანა კი მოასწრო, მაგრამ… _ ტრაგედია გურიაში

გურიაში დაიღუპა კაცი, რომელიც მდინარეში ჩავარდნილი პატარა შვილის გადარჩენას ცდილობდა. შემთხვევა ჩოხატაურში მოხდა. ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს და ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალგაზრდა კაცი მდინარეზე სათევზაოდ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდა, რა დროსაც ბავშვს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. “პატარა წყალში ჩავარდა, გადამხტარა მდინარეში, თავი ქვაზე დაურტყამს და გარდაიცვალა. ბავშვის ამოყვანა მოუსწრია. ისეთი ბიჭი იყო, […]

„გუშინაც კი საყვარელი ანასტასიას გამოსაშვებ ზეიმზე მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალ-ღონე აღარ ქონდა. დილით კი წავიდა…“ _ ლანჩხუთელი თეა ბარამიძე გარდაიცვალა

ლანჩხუთელი ემიგრანტი, სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „არ არსებობს… არ მინდა დაჯერება, რომ ჩემი ულამაზესი თეა აღარ არის… სოფელში ზაფხულობით როცა ჩამოდიოდა, სულ მასთან ვიყავი, ისე მიხაროდა, ისე გამორჩეულად მიყვარდა მასთან ურთიერთობა, მისი დახვეწილი საუბარი… ეს ანგელოზივით, მართლაც ანგელოზივით ლამაზი გოგო, ასე უდროოდ წავიდა. ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან, ვერ ვიჯერებ… […]

ლანჩხუთის სამუსიკო სკოლა, ,,ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში, დაუვიწყარ კონცერტებს მასპინძლობს… გაიცანით გურული ლაურეატები!

ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლა ,,ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების” ფარგლებში, დაუვიწყარ კონცერტებს მასპინძლობს! პირველი დღის საკონცერტო პროგრამა მთლიანად ქართველი კომპოზიტორების უკვდავ ნაწარმოებებს დაეთმო. მსმენელის წინაშე ნამდვილი საშემსრულებლო ხელოვნების დღესასწაული შექმნეს გამორჩეულმა და ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა: ვალერიან შიუკაშვილმა, თამარ ლიჩელიმ, ლიზი რამიშვილმა, გიორგი ხაინდრავამ და გოჩა დათუსანმა. სცენაზე იყო უდიდესი ემოცია, უბადლო ვირტუოზულობა და სრული […]

სკანდალი: რატომ დააკავეს „ლანჩხუთის“ [სავარაუდო] ყოფილი სპონსორი და ახლა მისი კონკურენტის, „ნიკე-ლუსოს“ თურქი მეპატრონე?

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, ქართველმა სამართალდამცველებმა „ნიკე-ლუსოს“ მფლობელი მეჰმეთ უიარი დააკავეს. ეს ამბავი არ გახმაურებულა, მათ შორის ქალთა ფეხბურთზე მომუშავე ონლაინ-მედიასაც არაფერი დაუწერია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „ლანჩხუთი“ მთავარი კონკურენტი კლუბის მეპატრონის წინააღმდეგ საქმე ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს აღიძრა. ჩვენ დეტალების გაგება ვცადეთ როგორც შს სამინისტროსგან, ასევე ოფიციალური წერილით მივმართეთ საქართველოს გენერალურ […]

ლანჩხუთი კარლ ჩერნის IV კონკურსს მასპინძლობს_ მუსიკის მოყვარულთათვის ლამაზი დღეები დაიწყო: ისეთი საოცარი გახსნა იყო, აქამდე რომ არ გვინახავს…

ლანჩხუთში საზეიმოდ გაიხსნა ჩეხი კომპოზიტორისა და პიანისტის, კარლ ჩერნის IV კონკურსი, რომლის დამაარსებელი და სულისჩამდგმელია ცნობილი ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი. საქართველოს ხელოვნების აკადემიასთან ერთად ორგანიზატორები არიან ლანჩხუთის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანება და მარიკა ორაგველიძის სამუსიკო სკოლა, რომელიც კონკურსის მასპინძელიცაა. რატომ გადაწყდა ლანჩხუთში ასეთი მასშტაბური კონკურსის ჩატარება _ ამის შესახებ, გასულ წელს, „გურია თუდეისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მსოფლიოში […]

ლანჩხუთი კარლ ჩერნის IV კონკურსს მასპინძლობს _ მუსიკის მოყვარულთათვის ლამაზი დღეები იწყება

დღეს, ლანჩხუთში, საზეიმოდ გაიხსნება ჩეხი კომპოზიტორისა და პიანისტის, კარლ ჩერნის IV კონკურსი, რომლის დამაარსებელი და სულისჩამდგმელია ცნობილი ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი. საქართველოს ხელოვნების აკადემიასთან ერთად ორგანიზატორები არიან ლანჩხუთის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანება და მარიკა ორაგველიძის სამუსიკო სკოლა, რომელიც კონკურსის მასპინძელიცაა. პირველ დღეს ქართული კლასიკური სიმღერის კონცერტი გაიმართება. მაყურებლის წინაშე 17:00 საათიდან წარდგებიან: თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, […]

ჩვენი მზე, რომელიც არ ჩაქრება _ თამილა პატარაია-ბზეკალავას ხსოვნას! [გახსენება]

სულ დაცარიელდა ეს დიდი სამყარო შენი წასვლის შემდეგ. ამ მიწაზე სიმყუდროვე, უზრუნველობა, უნაკლო სიხარული აღარ არის შენი შვილებისა და შვილიშვილებითვის. თამილა! ამ სახელის წარმოთქმისას თითოეული ჩვენგანი, ჩვენ-ჩვენ წილ დიდ სიყვარულს, ჩვენეულ დიდ გრძნობებს და განცდებს ვაქსოვდით შენს მიმართ. ყველას ჩვენი წილი თამილა გვყვავდი: ძალიან ძლიერი, გაუტეხელი, საიმედო, ჩვენთვის ყოვლის შემძლები და ჩვენი საყრდენი ყოველთვის. შენს […]

„ჯიხანჯირის საბუდარადან გაფრენილო, გაზაფხულის მერცხალო… დუმს ჩემი გურია, მთელი სოფელი დავსტირით ანგელოზ ბავშვს“

ლანჩხუთელი მასწავლებელი ზვიად მახარაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს თავისი ყოფილი მოსწავლის, ნატა თავდგირის გარდაცვალების შესახებ: „რით ვერ გაძეხი, სიკვდილო, რომ ასეთი ანგელოზი გამოგვტაცე ხელიდან… ჩემი სოფელი, ჩემი ხაჯალია და ჯინხანჯირი კიდევ ერთხელ გაეხვია გლოვის შავ სამოსში… ნატა თავდგირიძე… სიცოცხლით სავსე ანგელოზი… დუმს ჩემი გურია… დუმს ჩვენი უბანი ვერაგ სიკვდილთან დამარცხებული. მთელი სოფელი დავსტირით ანგელოზ […]

„ვინც ამ წიგნის შინაარსს უკვე გაეცნო, დამეთანხმება, რომ შემდეგი ტომ(ებ)ის გამოცემა საშური საქმეა: „ლანჩხუთის ქრონიკები“ _ სამაგიდო წიგნი არა მხოლოდ ლანჩხუთელთათვის“

გურული მწერალი, გაზეთ „ლიტერატურული გურიას“ რედაქტორი თემურ მარშანიშვილი ახლახანს გამოსული წიგნს _ „ლანჩხუთის ქრონიკები“ აფასებს: „ამ ცოტა ხნის წინათ, მქონდა პატივი, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეუმის მუზეუმში, ადგილობრივებთან, ბათუმელ, თბილისელ და ოზურგეთელ სტუმრებთან ერთად, დავსწრებოდი პრეზენტაციას წიგნისა „ლანჩხუთის ქრონიკები“. როგორც წინათქმაში ვკითხულობთ, ნაშრომი მიეძღვნა „გურიის ერთ-ერთი თვალსაჩინო რაიონის, ლანჩხუთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მნიშვნელოვანი ფაქტების წარმოჩენას უძველესი დროიდან გასაბჭოებამდე. […]

„მძიმე და ტკივილიანი დღეები გვიდგას…“ _ ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს ამავე სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგების _ ლილი კვასხვაძისა და ელენე ნაჭყებიას გარდაცვალების გამო: „მძიმე დღეები გვიდგას პირველსკოლელებს!.. უკანასკნელ გზაზე უნდა გავაცილოთ ორი ღირსეული პედაგოგი, რომელთა ღვაწლი განუზომელია ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის ისტორიაში. ლილი კვასხვაძე _ დაწყებითი განათლების პედაგოგი. მან მრავალი თაობა აღუზარდა რაიონს და საპენსიო ასაკში საკუთარი სურვილით შეწყვიტა […]