[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ელენე ნაჭყებია-გოგეშვილისა

შვილები: ეთუნა, ქეთი გოგეშვილები; შვილიშვილები: სანდრო, ოთო კვანტალიანები; მული მანანა გოგეშვილი; ძმა გია ნაჭყებია; რძალი მარინა კვაჭანტირაძე; ძმისშვილები: თამარ, სალომე ნაჭყებიები და ახლო ნათესავები იუწყებიან ელენე შოთას ასული ნაჭყებია-გოგეშვილის გარდაცვალებას. დაკრძალვა: სამშაბათს, 2 ივნისს, 15 სთ.-ზე.გამოსვენება: ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. 121-დან. „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

„ყველაზე დიდი მასწავლებელი, ვინც კი ოდესმე მყოლია…“ _ მოსწავლეები ლეგენდად ქცეულ ლანჩხუთელ პედაგოგს, ელენე ნაჭყებიას ემშვიდობებიან

ძალიან დაგვამწუხრა უმძიმესმა ცნობამ: 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდად ქცეული პედაგოგი, მრავალი თაობის აღმზრდელი, გამორჩეულად თბილი, ინტელიგენტი და ღირსეული ქალბატონი _ ელენე ნაჭყებია. ქალბატონი ელენე მხოლოდ მასწავლებელი არ ყოფილა _ იგი იყო ადამიანობის, კულტურისა და სიკეთის მაგალითი, რომელმაც ათეულობით თაობას ცოდნასთან ერთად სიყვარული, ზრდილობა და ადამიანური ღირებულებები ასწავლა. მისი მშვიდი ხასიათი, კეთილშობილება და მოსწავლეებისადმი განსაკუთრებული […]

წითლები და თავურები _ ბოლო წუთების დრამა „შატილზე“: „გურიამ“ „ორბის“ სტუმრად ე.წ. 6-ქულიანი შეხვედრა მოუგო და მეორე ადგილზეა

„გურიამ“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო _ „ორბის“ სტუმრად აჯობა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. რა თქმა უნდა, მოგება გუნდის თამაშში არსებულ ხარვეზებს ვერ დაფარავს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ხარისხი უკანა პლანზე იწევს და მთავარი შედეგია! ყველანაირად მნიშვნელოვანი მოგება იყო: იმის დასამტკიცებლად, რომ „გურიას“ ლიდერისთვის მოგებაც შეუძლია და თანაც სტუმრად; რამდენიმე ვერმოგებული გასვლითი მატჩის ფონზე, ხასიათის გამოსაკეთებლად; […]

15:0 _ „ლანჩხუთმა“ „ელიტა“ კიდევ უფრო გაანადგურა: ახლა 7 გოლი მარტო დანელიამ გაუტანა და სულაშვილმაც არ დააკლო…

„ლანჩხუთმა“ ზედიზედ მე-12, სულ კი 13 შეხვედრა მოიგო. აქედან 12 _ დიდი ანგარიშით, მხოლოდ „ნიკე-ლუსოს“ აჯობა მინიმალურად. 15 გოლი ამ სეზონის ერთ შეხვედრაში გიორგი ჩხაიძის გუნდსაქამდე არ გაეტანა. თბილისში გურულებმა 7:0 მოუგეს „ელიტას“, ახლა კი 7 გოლი მხოლოდ ნათია დანელიამ გაიტანა, რომელიც ბომბარდირთა დავაში წინ გაიჭრა, 23 დააგროვა და უახლოეს მდევარს 5-ით უსწრებს. 7 გოლი […]

„ჰოდა, აი, მე გავჩნდი, რეჯები და 69 წლის ასაკში დავუბრუნდი იმ მიწას, რომელიც თაობების მანძილზე გვასულდგმულებდა და დღემდე მოგვიყვანა“

საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასა და ინა კორენევას 4 შვილი ჰყავდათ: ასმათი, ანდრეიკა, ნათელა და რეჯები. ანდრეიკა 12 წლის იყო, როცა 1919 წლის 4 აპრილს, იგი მენინგიტით გარდაიცვალა. მთავრობის პირველმა პირმა შვილი ლანჩხუთში, წინაპართა საგვარეული სასაფლაოზე დაკრძალა.  რეჯებ ჟორდანია კი უკვე ემიგრაციაში, 1921 წლის დეკემბერში დაიბადა საფრანგეთში. იგი თავის წიგნში „დავიბადე ლევილში“ იგონებს იმ განცდებს, […]

რატომ ეგონა ლანჩხუთი საქართველოს დედაქალაქი და რის გამო დასცინოდნენ პარიზელი ბიჭები ნოე ჟორდანიას ვაჟს _ 22 წლის წინ ჩაწერილი ინტერვიუ რეჯებ ჟორდანიასთან

გთავაზობთ არქივიდან ექსკლუზიურ ინტერვიუს ნოეჟორდანიას შვილთან, რეჯებ ჟორდანიასთან, რომელიც 2004 წელსაა ჩაწერილი. ნოე ჟორდანიას შთამომავლები ნათელა და რეჯებ ჟორდანიები, ასაკის მიუხედავად, მხნედ გამოიყურებიან. აშშ-ის უნივერსიტეტების 82 წლის ქართველი პროფესორი ბატონი რეჯები 68 წელი ელოდა იმ დღეს, როცა სამშობლოში  ჩამოვიდოდა. იგი პარიზში დაიბადა, მისი და ნათელა კი ერთი წლისა იყო, როცა მშობლებთან ერთად საქართველო დატოვა. ქალბატონ […]

16-წუთიანი ნერვიულობა რეგიონალლიგელთან _ „გურიამ“ თასიდან „გარდაბანი-2“ გამოთიშა და… თბილისის „დინამომდე“ ერთი ნაბიჯია!

„გურიამ“ თასის პირველი ეტაპის შეხვედრა გარდაბანში, ადგილობრივ ფარმ-კლუბთან გამართა და 4:1 მოიგო. თუმცა ეს ისე იოლადაც არ მომხდარა, როგორც ანგარიში აჩვენებს. გოჩა ტყებუჩავამ ძირითადის რამდენიმე მოთამაშე დაასვენა. მისი გუნდი თავიდან უტევდა და უპირატესობაც დიდი ჰქონდა, მაგრამ, როგორც საჩემპიონატო შეხვედრაში, გარდაბანის მთავარ გუნდთან, ამჯერადაც ბურთი ქვემოქართლელთა კარში არ შედიოდა. ისევ დათა სიჭინავამ იყოჩაღა 37-ე წუთზე, როცა […]

შენ ისეთ საქმეს ეწევი, 120 წელს იცოცხლებო… მოვუწყოთ ბადრი ვადაჭკორიას პერსონალური გამოფენა: „ყველაზე მეტად ეამაყება, რომ ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეა“

იშვიათად ვხდებით, მაგრამ სატელეფონო საუბრებით ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ აზრებს მე – მის, ის კი – ჩემს შემოქმედებაზე,სხვა საკითხებზეც, რასაკვირველია. ის უკვე ცნობილი გრაფია თავის პროფესიაში, მე კი – რიგითი კალმოსანი ჩემსაში; მას უკვე ოცდაერთი ფოტოალბომი აქვს გამოცემული უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე, სოლიდური ტირაჟით და ოცდაერთივე გამოცემაზე დღეს ტაციაობაა, მე კიდევ მხოლოდ მეხუთე საავტორო წიგნზე ვმუშაობ; […]

დოღი, ფეხბურთი და მდინარე ფიჩორზე კატერით გასეირნება _ ჩიბათმა სოფლის სახალხო დღესასწაულს მე-13-ედ უმასპინძლა

ლანჩხუთის სახალხო დღესასწაული ,,ჩიბათობა“ და სვიმონ კანანელის ხსნების დღე აღინიშნა, რომელსაც გურიის გუბერნატორი გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, იოსებ ჯორბენაძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩიბათის სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა, გაიმართა საფეხბურთო მატჩი და დოღი. სტუმრებისთვის მოეწყო მდინარე ფიჩორზე კატერით გასეირნება. ჩიბათმა სოფლის სახალხო დღესასწაულს მე-13-ედ უმასპინძლა. ჩიბათის […]

ციცების კუთხური გოლია! „ლანჩხუთმა“ ზედიზედ მე-11 თამაში მოიგო, 10-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა… რა სჭირს კამარგოს?

„ლანჩხუთი“ თბილისში ესტუმრა არცთუ დიდი ხნის წინ თავისივე კონკურენტ „კვარტალს“, რომელსაც ახლა კარგი დრო არ უდგას, თუმცა არც ისეთ დღეშია, ვინმემ იოლად დაჯაბნოს… ახლაც ასე იყო: გურულებს ძალიან გაუჭირდათ იმ გუნდის ძლევა, ვისთანაც 2 წლის წინ, ჩემპიონის ბედს არკვევდა. დიდი უპირატესობის მიუხედავად, 60 წუთი ისე მიილია, გურულება ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს. თუმცა მერე ლეგიონერებმა იყოჩაღეს […]