BEKSGRAPH და ორი მარიამის ბოლო ზარი აკეთის საჯარო სკოლაში _ რას ჰყვებიან გოგონები „ორკაციან“ კლასში სწავლასა და სოციალურ ქსელში გამოხმაურებებზე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლა წელს ორმა მოსწავლემ დაამთავრა. მარიამ მორჩილაძისა და მარიამ მათითაიშვილის ბოლო ზარის კადრები მათმა ფოტოგრაფმა, Beksgraph-მა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. ვიდეოებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და გოგონებმა არაერთი თბილი კომენტარი და კეთილი სურვილი მიიღეს. მათი ბოლო ზარის ღონისძიებაში სხვადასხვა კლასის მოსწავლე ჩაერთო და როგორც ისინი ამბობენ, ბევრი კარგი მოგონებაც დააგროვეს. მათ შესახებ წერს […]

მერილენდი, ალბანი, მაიამი… ლანჩხუთელმა მარიამ ზენაიშვილმა აშშ-ის 6 უნივერსიტეტიდან მაგისტრატურის სრული დაფინანება მიიღო

ლანჩხუთელი მარიამ ზენაიშვილის წარმატების შესახებ წერს სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე. „ჩვენს საამაყო ლანჩხუთელს, ოქროს გოგოს ვულოცავ ამ უდიდესს წარმატებას. ვერიკო (ურუშაძე _ რედ.) მასწ., გილოცავთ მარიამის წარმატებას. სრული დაფინანსებით ჩარიცხვა ამერიკის ექვს უნივერსიტეტში, დასაქმების შესაძლებლობით, სანუკვარი სავიზო დასტური – ეს არის შენი ბევრი წლის ოცნების შედეგი“ _ წერს ნინია და იმ სასწავლებლების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებისგანაც […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა რევაზ ცინცაძე

მეუღლე რუსუდან დადუნაშვილი; ძმა გივი ნუცუბიძე; შვილები: ხათუნა, ლევან, მარინა ცინცაძეები; შვილიშვილები: გვანცა ცინცაძე, ზურა, გიორგი იმედაიშვილები; შვილთაშვილი ანდრო; რძლები: ნათია წულაძე, სვეტა; ძმისშვილები: გენო, ლია ნუცუბიძეები; სიძეები: დავით იმედაიშვილი, რობიკო ხაჩერაშვილი; დეიდაშვილები, ბიძაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან რევაზ ცინცაძის გარდაცვალებას. დაკრძალვა: კვირას, 24 მაისს, 15 სთ.-ზე.მისამართი: ქ. ლანჩხუთი, რუსთაველის ქ. #36 „გურია თუდეი“ გამოთქვამს […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ლევან მიხეილის ძე იმნაიშვილი

დედა სულიკო კეჭახმაძე-იმნაიშვილი; დები: ლალი, ჟუჟუნა; ბიძა ამირან კეჭახმაძე; ბიცოლა ქეთინო; დეიდა ნაზი; სიძე კოტე წილოსანი; დისშვილები: გოჩა, გია ქიქავები, ირაკლი წილოსანი; რძალი სალომე ცინცაძე; დეიდაშვილები, მამიდაშვილები, ბიძაშვილები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ლევან მიხეილის ძე იმნაიშვილი. დაკრძალვა: კვირას, 24 მაისს, 15:00 სთ.-ზე, ქვემო შუხუთის სასაფლაოზე. „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, […]

რამდენი სკოლა, მოსწავლე და მასწავლებლებელია გურიაში და რამდენი მე-12 კლასელისთვის დაირეკება წელს „ბოლო ზარი“?

გურიაში სულ 101 სკოლაა, აქედან ყველაზე მეტი (44) _ ოზურგეთში. მეორე ადგილზეა ჩოხატაური 32 სკოლით, ხოლო ლანჩხუთში ყველაზე ცოტა სასწავლო დაწესებულებაა (25). რეგიონში 13 743 მოსწავლეა, აქედან წელს სკოლას 950 ამთავრებს, ხოლო მასწავლებელთა რაოდენობა არის 2249. უმრავლესობა ქალი პედაგოგია (1902), გურიის სკოლებში მხოლოდ 347 კაცი ასწავლის. მოსწავლეთა და მასწავლებელთა რაოდენობითაც პირველ ადგილზე ოზურგეთია. რეგიონის მთავარ […]

გურიის პოლიციის თანამშრომლებმა, 35 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს _ შსს ინფორმაციას ავრცელებს

გუშინ, მკვლე­ლო­ბა მოხ­და წუ­ხელ ჩო­ხა­ტა­ურ­ში, სო­ფელ კოხ­ნარ­ში. 35 წლის ზურა რაზ­მა­ძეს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ამ გუ­შინ­ვე და­ა­კა­ვა. “გურიის პოლიციის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კოხ­ნარ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ერთი პირი დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი […]

„გურიამ“ თბილისელებზე ჯავრი იყარა _ დათას დუბლი ბომბარდირობისთვის, 2 ლუკას 3, ნიკას გოლი, პასი და თასი

ლანჩხუთელებმა წინა ტურში წაგების შემდეგ, ვეტერინარების ჯავრი სხვა თბილისურ გუნდზე იყარეს _ „იბერია 2010“, რომელიც ბოლო ადგილზეა, 6:0 დაამარცხეს. წყვილად გაიტანეს გოლები დათა სიჭინავამ და ლუკა ჩაგანავამ, კიდევ ერთმა ლუკამ, ქოქოსაძემაც გაიტანა, ერთხელაც თავი ნიკა ნოზაძემ გამოიჩინა. მან საგოლე გადაცემაც გააკეთა და ნამატჩევს მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი თასიც დაიმსახურა ლეო ჟორდანიას ფონდისგან. ლანჩხუთელებს სეზონში ყველაზე […]

გუშინ, ლანჩხუთში მომხდარი მძიმე ავარიის შემდეგ დაშავებულ 28 წლის ლაშა მათითაშვილს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება

ლანჩხუთელ ახალგაზრდას, ლაშა მათითაიშვილს დახმარება ესაჭიროება. ექიმების ინფორმაციით, არსებობს ფეხის ამპუტაციის საფრთხე და დროის დაკარგვა არ შეიძლება. ოპერაციის ჩასატარებლად საჭიროა 70 000 ლარი, რომლის მობილიზებაც ოჯახისთვის დამოუკიდებლად შეუძლებელია. მეგობრებო, ლანჩხუთელებო, გურიის გულშემატკივრებო და ყველა კეთილო ადამიანო, ახლა თითოეულ ლარს და თითოეულ გაზიარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთად დავუდგეთ გვერდში ახალგაზრდა ბიჭს ამ უმძიმეს ბრძოლაში. გუშინ, ლანჩხუთში […]

ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ _ „ნაფტალინიდან“ „ჩარლის დეიდამდე”… ძვირფასი საჩუქრები და ლამაზი საღამო ლანჩხუთის თეატრისა და კინოს მუზეუმში

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში მოეწყო გამოფენა: „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ – ნაფტალინიდან ჩარლის დეიდამდე”, რომელიც ასახავდა ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის 10-წლიან მოღვაწეობას. ღონისძიების ორგანიზატორმა და მუზეუმის მენეჯერმა, მაია ჩხაიძემ, მისთვის ჩვეული აკადემიურობითა და მსმენელისთვის მარტივად გასაგები, გულწრფელი თხრობით ისაუბრა ლანჩხუთის თეატრის მდიდარ ისტორიასა და იმ სასცენო მოღვაწეებზე, […]

მათ სიცოცხლე ზვარაკად შესწირეს მამულის უკვდავებას… _ ნინოშვილის მუზეუმში ღონისძიება აფხაზეთის ომის გმირის ხსოვნას მიეძღვნა

ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმმა 18 მაისის ღონისძიება მიუძღვნა ჩვენი თანასოფლელის, აფხაზეთის ომის გმირის, თამაზ ტყეშელაშვილის ხსოვნას. სოხუმში დაცემული ჭაბუკის სახელი დაერქვა არჩეულში იმ ქუჩას, სადაც დაიბადა და აღიზარდა. „მეომრის მიერ განვლილი გზა, რომელმაც უკვდავება მიანიჭა არჩეულელ ჭაბუკს“, – ასეთი იყო ღონისძიების „პრელუდია“, რომელიც მუზეუმის არქივის გამგე ზოია ტუღუშმა წარადგინა. ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია ღლონტმა შეასრულა […]