გამოვიდააააა! ყველა გურულის სამაგიდო წიგნი _ „ლანჩხუთის ქრონიკების“ პირველი ნაწილი უკვე გაყიდვაშია: უნიკალური წიგნი მიზერულ ფასად!

არის წიგნები, რომლებიც უბრალოდ ისტორიას არ გვიყვებიან _ ისინი დროს აცოცხლებენ.სწორედ ასეთია „ლანჩხუთის ქრონიკების“ პირველი ნაწილი, რომელიც დიდი სიყვარულითა და მრავალწლიანი შრომით მოამზადეს ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღანელმა, ნონა იმნაძემ, თანამშრომლებმა _ თინა კალანდარიშვილმა, ლალი რამიშვილმა, მანანა სიხარულიძემ,. ინდირა მახარაძემ, თამაზ ჩხაიძემ, თინა გიორგაძემ და ლამზირა გურგენაძემ. განსაკუთრებულია ცნობილი გურული რეჟისორისა და მკვლევარის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და […]

ისევ 4:0! 15 ციცა რუსთავში და ზედიზედ მეათე მოგება: დანელიამ კამარგოს გადაუსწრო, ბუხრიკიძე მოედნიდან უგოლოდ არ გადის…

ლანჩხუთელები რუსთავში ესტუმრნენ „თეთრიწყაროს“ და იოლად მოუგეს. ისევ 4:0, როგორც გვიმბალაურში გამართულ შეხვედრაში. მე-2 წუთზევე ჩაჭრეს ბურთი ნომინალურმა მასპინძლებმა საკუთარ კარში, აქედან 15 წუთში კი, ნინო ბუხრიკიძემ ყველანაირი ინტრიგა და სენსაციის შანსი მოკლა, 2:0. ზედიზედ მეოთხე შეხვედრაა, გურულთა შემტევი მოედნიდან უგოლოდ არ გადის _ მის ანგარიშზე საშუალოდ 1,5 გოლია (6 გოლი). აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი, ორი […]

„ამის თქმა მინდოდა თქვენთან მოსვლის ყოველ ჯერზე, მაგრამ არ დამაცადეთ და მეც, მგონი, დამაგვიანდა“ _ ვისზე წერს ლადო აფხაზავა

„გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას _ „მისი პედაგოგიური მოღვაწეობა გამოირჩეოდა პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით“ _ ნიგვზიანის სკოლა ღვაწლმოსილ მასწავლებელს ემშვიდობება _ მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა ვრცელი კომენტარით გამოეხმაურა: „ჩემთვის ცხოვრების მასწავლებელი და ჩემი მეგობარი, ფიქრო ჩხარტიშვილი გარდაიცვალა. მოსწავლეობის დროს ყველაზე მეტად ფიქრო მასწავლებლის მერიდებოდა და ცოტათი მეშინოდა კიდეც. ის ამ ყველაფრით ცხოვრებისთვის გვამზადებდა და […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ბიძინა (ნუკრი) ფირცხალაიშვილი

შვილი მარიამი; მშობლები: ლალი, ბადურ ფირცხალაიშვილები; შვილიშვილები: რამი და ამალია ვარგას-ფირცხალაიშვილები; და თამარი; დეიდები, მამიდები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები და ახლო ნათესავები ღრმა მწუხარებით ვიუწყებით ბიძინა (ნუკრი) ფირცხალაიშვილის გარდაცვალებას. პანაშვიდი: ოთხშაბათს, 20 მაისს, 18 სთ-დან.დაკრძალვა: ხუთშაბათს, 21 მაისს, 15 სთ.-ზემისამართი: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნიგოითი. „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

როცა გადასვლა გვინდა და მომენტს ვერ ვქმნით _ „გურიას“ ბოლო 20 წუთი და მოძრავ გუნდთან უჭირს…

„გურიამ“ ამ სეზონში გამართული 11 შეხვედრიდან მეხუთედ დაკარგა ქულები, რაც ზედა ლიგაში გადასვლის მოსურნე გუნდისთვის ბევრია. აქედან ერთადერთი ფრე იყო მისაღები _ სტუმრად, ლიდერ „თბილისი 2025“-თან, რომელმაც გურულებს უკვე 6 ქულით გაასწრო. ორი საშინაო ფრე აუტსაიდერებთან და ამდენივე წაგება კონკურენტებთან _ მეტისმეტია მესამე ლიგაში საუკეთესოდ დაკომპლექტებული, ხოლო ფინანსურად იქნებ ზედა ლიგაშიც კი, გამორჩეული გუნდისთვის. ფაქტობრივად, […]

„მისი პედაგოგიური მოღვაწეობა გამოირჩეოდა პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით“ _ ნიგვზიანის სკოლა ღვაწლმოსილ მასწავლებელს ემშვიდობება

სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლა მწუხარებასა და გულისტკივილს  გამოხატავს  ღვაწლმოსილი პედაგოგის,  ფიქრო ჩხარტიშვილის გარდაცვალების გამო. „ქალბატონი ფიქრო მრავალი წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურებოდა განათლების სფეროსა და მშობლიურ სკოლას.  მისი ცხოვრება მთლიანად უკავშირდებოდა ახალგაზრდა თაობის აღზრდას. იყო გამორჩეული პედაგოგი, რომლისთვისაც მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არასოდეს ყოფილა _ ეს იყო მისი ცხოვრების მთავარი ნიშა, ყოველდღიური ზრუნვა და უდიდესი პასუხისმგებლობა. წლების […]

„პატრიარქი არის წარმოშობით გურიიდან, მისი წინაპრები არიან დაკრძალულნი სოფელ ბოხვაურის სასაფლაოზე. იქ არის სახლი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ…“ _ რას ამბობენ გურული სასულიერო პირები

„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, შიო III-ის წინაპართა საფლავი მდებარეობს ბოხვაურიში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ _ წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე და პატრიარქის წინაპართა საფლავის ფოტოებს აქვეყნებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი, რომლის საეკლესიო ცხოვრება მშობლიურ ოზურგეთში დაიწყო. საქართველოს 142 პატრიარქის წარმომავლობაზე ისაუბრა შემოქმედის ეპარქიის პრეს-სპიკერმა, დეკანოზმა ბასილ გოგოტიშვილმა ”გურიაTV”-ის გადაცემაში ”სივრცე დიალოგისთვის“ სტუმრობისას: „პატრიარქი არის წარმოშობით გურიიდან, მისი […]

სოფელ შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა _ ლანჩხუთში 4 სკოლის განახლება 18 მილიონამდე დაჯდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად განახლდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. სკოლაში მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია, ასევე გარე მოედანი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები. შუხუთში ჩატარებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 4 226 718 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სკოლას ასევე სახურავი გამოუცვალეს, რაც 99 922 ლარი დაჯდა. […]

ციცები ვიცით სა(მზ)…ჯარიმოში: კუჩხი ბედინერი, უძღები შვილები და  გაბრიელას მორიგი გაბრიალება

„ლანჩხუთი ხასანბეგურას სამშობლოა – გამარჯვება პრინციპულ მატჩში!“ _ ასეთი წარწერა გაუკეთა კლუბის ფეისბუქ-გვერდმა ფოტოს გასახდელიდან. ციცებმა მართლაც უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს მთავარ კონკურენტთან შეხვედრაში და საჩემპიონო მარათონში დაბრუნდნენ. … მატჩის ბოლო დამატებული წუთი მიდიოდა, როცა ლიზი მწყერაშვილი ზედიზედ მეორედ გაემართს კუთხურის მოსაწოდებლად და მეტოქის საჯარიმოში არეულობის შესაქმნელად, რაც ბოლო შეხვედრებში ჩინებულად გამოსდის. პირველ შემთხვევაში, შეტევაში წასული […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა დანტეს ხელაძე

მეუღლე ცისანა; შვილები: ოლიკო, ნია, ლაშა; რძალი ანა დვალაძე; სიძე თორნიკე გზირიშვილი; შვილიშვილები: კონსტანტინე, ნოე ხელაძეები, დიმიტრი, ნიკოლოზ გზირიშვილები, ლაშა ავლოხაშვილი; ძმისშვილები: ნაია, ნათია, ოთია, გოჩა, ნონა ხელაძეები; ძმის შვილიშვილები: მარიამ, გიორგი, ლუკა, თაია ხელაძეები; ბიძაშვილები, დეიდაშვილები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან დანტეს ხელაძის გარდაცვალებას. პანაშვიდი: ოთხშაბათს, 13 მაისს, 17 სთ.-დან.დაკრძალვა: ხუთშაბათს, 14 მაისს, 14 […]