ტექნიკა, სისწრაფე და ინტელექტი… „ლანჩხუთს“ თავისი კოლუმბიელი ლუის დიასი ჰყავს _ გაბრიელა კამარგო

ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდი წლებია, გამორჩეულია არა მხოლოდ ადგილობრივი ტალანტებით, არამედ ძლიერი ლეგიონერებითაც, რომლებიც კლუბს საერთაშორისო გამოცდილებას და განსხვავებულ სტილს მატებენ. ამ მოთამაშეებს შორის განსაკუთრებულად აღსანიშნავია კოლუმბიელი ფეხბურთელი გაბრიელა კამარგო. იგი გამოირჩევა ტექნიკით, სისწრაფითა და მოედანზე თამაშის მაღალი ინტელექტით. მისი სტილი აშკარად ატარებს კოლუმბიური ფეხბურთისთვის დამახასიათებელ ელემენტებს — თავისუფლებას, კრეატიულობასა და ინდივიდუალურ ოსტატობას. სწორედ ეს […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ლიანა ვალენტის ასული რუხაძე

შვილი ნინო ელბაქიძე; შვილიშვილები: მზიკა, ანი წილოსნები; სიძეები: სულხან წილოსანი, ბექა რუხაძე, მერაბ ნუსხელიძე; შვილთაშვილები: ტაისია ნუსხელიძე, ქეთა რუხაძე; ძმისშვილები: ავთო, ია, მზია რუხაძეები; დისშვილები: თამაზ ფოფხაძე, ლალი, დალი, რუსუდან იმნაძეები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ლიანა ვალენტის ასული რუხაძე. დაკრძალვა: ხუთშაბათს, 14 მაისს, 15 სთ.-ზე.გამოსვენება: ქ. ლანჩხუთი, ბაგრატიონის ქ.#1-დან. „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს […]

„20 წელიც არ შემსრულებოდა  და შრომითი საქმიანობისათვის ინვალიდი ვიყავი“ _ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გურიიდან, რომელიც შარშან 100 წლის გახდა

გურიას მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 2 ცოცხალი ვეტერანი ჰყავს, მათგან ერთ-ერთია 100 წლის შოთა გოგატაძე ოზურგეთიდან. მის შესახებ სტატია გაზეთმა „ალიონმა“ გამოაქვეყნა. „1925 წლის 15 მაისს დავიბადე. მამა _დიმიტრი ადრე გარდამეცვალა. დედა_ მარო, მოწინავე მეჩაიე იყო…ომის საშინელებამ ჩვენი თაობის თვალწინ ჩაიარა. სკოლის მოსწავლე ვიყავი, ომი რომ გამოცხადდა. სკოლაშიც ვწავლობდით და უფროსკლასელები კოლმეურნეობაში შრომით საქმიანობაშიც ვიყავით […]

„ჩემგან გულწრფელი სალამი ყირიმის ფრონტიდან ჟენიას. შენ თხაო გოგო, რაშია საქმე, რომ შენგან ორი თვეა წერილი არ მიმიღია, ხომ რაიმეზე არ მემდური“

გურული იურისტი კახა ჩავლეშვილი სოციალურ ქსელში 1942 წელს ფრონტის ხაზიდან გაგზავნილ წერილის ფოტოს აქვეყნებს: „ჩემგან გულწრფელი სალამი ყირიმის ფრონტიდან ჟენიას. შენ თხაო გოგო, რაშია საქმე, რომ შენგან ორი თვეა წერილი არ მიმიღია, ხომ რაიმეზე არ მემდური. სხვებიდგან ხშირად ვღებულობ წერილებს და შენი წერილები ძალიან აგვიანებს. მე ვშიშობ ხომ ცუდათ არ ხართ? თქვენ იყავით კარგად, მე […]

ჯარისკაცის ფარაჯაში გაცვლილი სასცენო კოსტიუმი _ ლანჩხუთელი კობა ვადაჭკორიას გზა სცენიდან ფრონტამდე: მაშინ ის მხოლოდ 29 წლის იყო…

ომს ყოველთვის დიდი გამოძახილი აქვს, მაგრამ სამამულო ომის გამოძახილს დასასრული არ ეძლევა. პირიქით, რაც დრო გადის, მით უფრო ხმიერი და სისხლხორცეული ხდებიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი თავი შესწირეს ამ ომს. ომი ყველამ თავისებური სიმწვავით განიცადა. მისი გახსენება ყველას ისევ თავისებური ზიძრით, ძრწოლითა და ტკივილით აღზრავს მისდამი, ადამიანებს არ უნდათ ომი. უნდათ მშვიდობა და ბედნიერება, სიცოცხლისა და […]

გურიის მოსახლეობის 10% _ 11830 ჯარისკაცი დაიღუპა ან უგვზო-უკვლოდ დაიკარგა… ვინ არიან მეორე მსოფლიო ომის ლანჩხუთელი გმირები?

ლანჩხუთიდან მეორე მსოფლიო ომში 3300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 7 მებრძოლს მიენიჭა სსრკ-ის გმირის წოდება. მათი ბიუსტები, ათწლეულების მანძილზე, ქალაქის ცენტრალურ სკვერში იყო განთავსებული, სადაც ახლა წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს. ​ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი _ დაბადა 1903 წლის 7 მაისს, სოფელ ნიგვზიანში. კიევის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირობა, დაიღუპა ბერლინის მისადგომებთან 1945 წლის 23 […]

სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ 4 ვაჟი და 1 ქალი… რადგან ვერაფერი ათქმევინეს, აწამეს და ცეცხლში დაწვეს _ დაფერფლილი გმირი ქალი მამათიდან

​გასული წლის ოქტომბერში პოდპოლკოვნიკ დავით მაჭავარიანის საშუალებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათის მკვიდრმა მანია გრიგოლის ასულმა ჩხაიძემ, იმყოფებოდა რა ფრონტზე, მტერთან ბრძოლაში გამოიჩინა გმირობა, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმული ქალი ბენდერელებმა ჯერ აწამეს, შემდეგ ცეცხლში დაწვეს. ამავე დროს წარმოდგენილი იქნა ლანჩხუთის გაზეთში აკაკი ჩხაიძის, გაზეთ „სახალხო განათლებაში“ _ მარგო კიკაბიძის, „ზარია ვოსტოკაში” _ ნ. […]

„გახდი „ფირალების“ წევრი და იყავი მე-12 მოთამაშე ჩვენს საერთო გამარჯვებებში!“ _ „გურიას“ ფან-კლუბის ხელმძღვანელის მიმართვა

ლანჩხუთის „გურიას“ ფან-კლუბი „ფირალები“ გულშემატკივრებს მიმართავს: „ძვირფასო ლანჩხუთელებო, ჩვენო შემართებულო ახალგაზრდებო! „გურია“ და ფეხბურთი ჩვენი იდენტობაა. ფანკლუბ „ფირალების“ ხელმძღვანელი ვახტანგ ნიკოლაიშვილი, დიდი ამბიციებით, გეპატიჟებათ ყველას, ვისაც გული ჩვენი კუთხისა და გუნდისთვის გიფეთქავთ! ჩვენი მიზანია, „გურიასა“ და ჩვენს გოგონათა გუნდს შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყოველი წუთი გამარჯვების რწმენით იქნება სავსე. მათ სჭირდებათ ჩვენი ხმა, ენერგია და […]

„არ გემშვიდობები, გელოდებით ნიგოითში, შენს მიწა-წყალზე, რომელიც უსაშველოდ გიყვარდა და მუდამ გენატრებოდა…“ _ ვისზე წერს კახა ასკურავა

ლანჩხუთელი პოლიტიკოსი, ყოფილი გამგებელი და საკრებულოს წევრი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს _ აშშ-ში დაიღუპა მისი ბავშვობის მეგობარი, ნიგოითელი ბიძინა(ნუკრი) ფირცხალაიშვილი, რომელიც ბოლო წლები უცხოეთში ცხოვრობდა და მძიმე სენს ებრძოდა. „ჩემო ნუკრი, შენ იმდენად მაგარი მეგობარი იყავი, შენზე წარსულში საუბარი ჩემთვის მოშუშებელი ტკივილი იქნება მთელი ცხოვრება! მიუხედავად იმ ძალიან დიდი ტერიტორიული სიშორისა, ყოველთვის […]

გურიაში, რესტორან „ფიროსმანში“ დაჭრეს კაცი, რომელიც ჩხუბში მონაწილე პირების გაშველებას ცდილობდა _ შსს-მ ობიექტის მეპატრონე დააკავა

გურიის მთავარ ქალაქში წუხელ სისხლიანი ინციდენტი მოხდა. გვიან ღამით ოზურგეთში, რესტორან „ფოროსმანში“ ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ინფორმაციას “TV პირველი” ავრცელებს, რომლის ინფორმაციით, რესტორანში სუფრასთან კონფლიქტი მოხდა, დაჭრილი კი დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა. მძიმე დანაშაულის ბრალდებით, პოლიციამ რესტორნის მფლობელი, გ.გ. დააკავა. გამოცემის წყაროს თქმით, იგი 23 წლისაა და დაზარალებულს, თანხმლებ პირთან ერთად, იმის გამო გაუსწორდა, რომ მან ჩხუბში […]