დათაSHOW: „გურიას“ მეექვსე პოკერი და ასისტი 1800-ე გოლისთვის _ ლანჩხუთში მხოლოდ 5:0-ებია, „ევგრაფ შევარდნაძეზე“ მესი(ა) შენიშნესო…

დღეს, „გურიამ“ ხობის „კოლხეთი“ დაამარცხა _ ეს გოჩა ტყებუჩავას გუნდის ზედიზედ მეორე 5:0-ია საშინაო შეხვედრაში _ ლანჩხუთში დაბრუნების შემდეგ, „ტაბლოზე“ მხოლოდ ეს ანგარიშია. მატჩის გმირი დათა სიჭინავაა _ მან პოკერი შეასრულა და მეხუთე გოლშიც მიიღო მონაწილეობა _ თორნიკე კაპანაძეს გაატანინა. 4-დან ერთი ისეთი ჯარიმა შეაგდო, სპორტულ თემაზე მომუშავე ქართულმა გვერდებმა დაწერეს _ ლანჩხუთში ლიონელ მესი […]

ლანჩხუთი კარატეს საერთაშორისო ტურნირზე – GORI OPEN 2026: 6 მედალი და მთავარი მსაჯიც ჩვენია!

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელებმა წარმატებით იასპარეზე კარატეს საერთაშორისო ტურნირზე GORI-OPEN-2026 , რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის 400 სპორტსმენი მონაწილეობდა. ლანჩხუთელმა კარატისტებმა ჯამში 6 მედლის აღება მოახერხეს. 12-13 წლიანებში ცოტნე ხოფერიამ გაიმარჯვა. მან  ნაკრების წევრს მოუგო და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი.   ქეთი ზენაიშვილმა (14-15 წწ.) ფინალური შეხვედრა ტრამვირებული ფეხით ჩაატარა, თუმცა გამარჯვებისთვის საოცარი სწრაფვა გამოავლინა და […]

„გაზაფხულზე დავბარავ ბახჩას, გევიღებ კვლებს, დავთესავ, გადავრგავ, დავასკოლებ, ოთხი წლის მერე დავრგავ და დაველოდები, ღობე ღობეს როდის დეემსგავსება…“

გურული მებაღის, ზურა შევარდნაძის მორიგი ემოციური ისტორია: უკვე ბაღის კეთება დაწყებული მქონდა, ვეღარ ვიცლიდი, გურიაში ჩასვლას სულ უფრო იშვითად და იშვიათად ვახერხებდი. ბაბუა ოთხმოცს კარგად გადაცილებული იყო, თვალს ჯერ დააკლდა და ბოლოს სულ ვეღარ ხედავდა. ნოემბერში ბოლო მზიანი დღეები რომ იცის, ასეთი დილა იდგა. ეზოში რომ შევედი, ბაბუა თავრეჯულა მსხლის ძირას დამხვდა ჯერკოზე, დაბამბული მოეხურათ […]

ელვაა თუ კრიშტიანუ რონალდუ? თორნიკე კაპანაძის სუპერგოლი და ფრე მარნეულში: „გურია“ ისევ მესამეზეა!

„გურიამ“ მესამე შეხვედრა ჩაატარა თბილისურ გუნდთან და სამივე შედეგი დააფიქსირა: წააგო „იბერია 1999-2“-თან, მოუგო „დინამო-2“-ს და ახლა ფრედ ითამაშა „თბილისი 2025“-თან. მატჩი მარნეულში გაიმართა და 1:1 დასრულდა. გურულები თორნიკე კაპანაძის ზღაპრული გოლით დაწინაურდნენ _ დათა სიჭინავამ ჯარიმა მეტოქის საჯარიმოში „ჩაჰკიდა“, ყველას დავით მაისაშვილმა აჯობა და შეტევაში წასულმა მცველმა თავურით საგოლე გადაცემა გააკეთა. ნახეთ თორნიკე კაპანაძის […]

გაიტანს (კამარგო), არ გაუშვებს (გაბელაია), გაიტანს (დანელია), არ გაუშვებს (თაბაგარი)… ციცებმა ქუთაისში გვირილობა იზეიმეს

წინადღეს, ქუთაისში გვირილობა აღინიშნა და ციცები ვერ გამოდგნენ ამ ქალაქის სასურველი სტუმრები: „ლანჩხუთი“ რომ „მართვეს“ მოუგებდა, ეს ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ ანგარიში ნამდვილად არასაფეხბურთო, თუმცა ქართულ ქალთა ლიგაში _ საკმაოდ ხშირია. გურულები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ: ნათია დანელიამ თავისი მე-13 მე-7 წუთზე გაიტანა _ ლიგის მთავარმა ბომბარდირმა შეტევაში წასული კაპიტნის, ნინო ჩხარტიშვილის უზადო გადაცემას თავი საგოლედ […]

„დააგვიანდა… სულ რაღაც 5 საათით დაგაგვიანდა. აქამდე ნელის ვეძახდი. სულ, სულ, ბავშვობიდან… აწი ნენად მოგიხსენიებ!“ _ ზვიად ნაკაიძის ემოციური წერილი დედაზე

ლანჩხუთის საოლქო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ზვიად ნაკაიძე, დედის გარდაცვალების გამო, სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს: „აპრილში შეუსრულდა 92. ირმას გარდაცვალების შემდეგ, ინვალიდის სავარძელში მყოფს, თბილ დღეებში ერთი აივანი ჰქონდა გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი და ამ სივრცეს იყოფდა, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, მერცხლებთან, რომლებიც ადვილად იშენებდნენ ბუდეს გაულესავ ბეტონზე, სახლს რომ არტყია სარტყლად. ბოლო სამი წელია, მერცხლები აღარ […]

იოსებ I, მალაქია II, მაქსიმე I, კალისტრატე _ ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის გურული მწყემსმთავრები? ორი პატრიარქი ნიგოითში, ერთ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა…

საქართველოს ეკლესიას სულ 4 გურული მწყემსმთავარი ჰყავდა, მათგან ორი ერთი ოჯახიდან იყო _ იოსებ I და მაქსიმე I მაჭუტაძეები. ასევე აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსი გახლდათ მალაქია II (გურიელი), ხოლო სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი _ იმერეთში დაბადებული კალისტრატე ცინცაძე. ასევე წაიკითხეთ: „მე დავიბადე და გავიზარდე ეზოში, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები…“ _ რა სთხოვა ილია მეორემ […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ნათელა (ფოთოლა) ჯიბუტი

მეუღლე ჭოლა ჯიბუტი; შვილები: პაატა, კახა, კობა; და გულიკო გურგენაძე; რძლები: ნანა ოშხერელი, ნათია ელიაძე; შვილიშვილები: ნია, თეო, რატი, დაჩი; ძმისშვილები, დისშვილები, მაზლიშვილები, მულიშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან ნათელა (ფოთოლა) ჯიბუტის გარდაცვალებას. პანაშვიდი: ორშაბათს, 4 მაისს.დაკრძალვა: სამშაბათს, 5 მაისს, 15 სთ.-ზე, სოფ. ქვიანში. „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ნინო გოგიჩაიშვილი-მურვანიძისა

მეუღლე არსენ მურვანიძე; შვილები: ხატია, ვალერი, ლაშა, სიმონიკო; შვილიშვილები: გიორგი გემაზაშვილი, გვანცა მურვანიძე; ძმა პაატა გოგიჩაიშვილი; რძალი მანუელ მოქია; ძმისშვილები, მამიდები, მამიდაშვილები, ბიძაშვილები, დეიდაშვილი და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაცვალა ნინო გოგიჩაიშვილი-მურვანიძისა. დაკრძალვა: სამშაბათს, 5 მაისს, 15 სთ.-ზე, სოფ. ჯურუყვეთში. „გურია თუდეი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

დაიმახსოვრეთ ეს გვარი! ლანჩხუთელი ფალავანი 18 წლისაც არაა და 20 და 23-წლიანებში პრიზიორია: ნიკა ცეცხლაძეს უკვე 6 მედალი აქვს…

ლანჩხუთელმა მოჭიდავემ, ნიკა ცეცხლაძემ საქართველოს ჩემპიონატში 20-წლამდელებს შორის, 55 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა _ ფინალი 2 წლით უფროს ფალავანთან, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორთან დათმო, რომელიც ქვეყნის ჩემპიონია 23-წლამდელთა შორისაც. „ნიკამ მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში გაიმარჯვა,ფინალი კი დათმო მასზე უფრო გამოცდილ ფალავანთან, ევროპის 2-გზის ბრინჯაოს მედალოსან კობა ქარუმიძესთან.  მისთვის ვიცე-ჩემპიონობაც დიდი წარმატებაა, ჯერ 18 წლისაც არ […]