„გაზაფხულს არ უხდება შენი გლოვის დღეები, ნანა… ეს ის შავ-თეთრი გაზაფხულია, რომელმაც ნახევარსაუკუნოვანი ჩვენი ურთიერთობა შეწყვიტა…“ _ ლანჩხუთი კიდევ ერთ ძვირფას ქალბატონს დაემშვიდობა

ლანჩხუთი ძვირფას ქალბატონს, ნანა ბერიას დაემშვიდობა. უკანასკნელ გზაზე მას თანაქალაქელთა ცრემლები მიაცილებდა. მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებენ: „ქარი ახლა საალერსოდ მიწვევს,ია მინდა, გადაიღო თოვამ,ნეტავ ჩვენ რომ არ ვიქნებით იმ წელს,რანაირი გაზაფხული მოვა?!. მ. ჩიტაიშვილი გაზაფხულს არ უხდება შენი გლოვის დღეები, ნანა… ეს ის შავ-თეთრი გაზაფხულია, რომელმაც ნახევარსაუკუნოვანი ჩვენი ურთიერთობა შეწყვიტა… ეს ის გაზაფხულია, რომელმაც […]
ციცებზე ნაკლები რაით ვართო… „გურიას“, „შარაშასა“ და „ელვას“ დიდებული დაბრუნება, MVP_ის დუბლი ქუსლით და „სიჭის“ მორიგი შედევრი

„გურია“ ლანჩხუთში დიდებულად დაბრუნდა! 5:0 _ ის ანგარიშია, რამაც გურულ გულშემატკივარს იმედი მისცა, რომ რამდენიმემატჩიანი წაფორხილება შემთხვევითობა იყო. მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო _ გუნდებმა პატივი „გურიას“ ლეგენდის, ბეგი სიხარულიძის ხსოვნას მიაგეს. ასევე წაიკითხეთ: ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან? გურული ჭაბუკები ბეგი სიხარულიძის სახელობის თასს დაეუფლენ _ გვიმბალაურმა ოთხთა ტურნირს უმასპინძლა პირველად მოხდა, გასული სეზონის მთავარმა […]
ნიკა მაჭუტაძე: „თუკი მიტროპოლიტი შიო გამორჩეული იქნება კათოლიკოს-პატრიარქად, ის გახდება საქართველოს ეკლესიის მეხუთე გურული მწყემსმთავარი“

ლანჩხუთელი პოლიტიკოსი ნიკა მაჭუტაძე სოციალურ ქსელში წერს: „თუკი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო გამორჩეული იქნება კათოლიკოს-პატრიარქად, ის იქნება მეხუთე გურული მწყემსმთავარი საქართველოს ეკლესიის_ აფხაზეთის კათალიკოზთა: იოსებ I-ის (მაჭუტაძე), მალაქია II-ის (გურიელი), მაქსიმე I-ისა (მაჭუტაძე) და კათალიკოზ კალისტრატეს (ცინცაძე) შემდეგ“. ასევე წაიკითხეთ: იოსებ I, მალაქია II, მაქსიმე I, კალისტრატე _ ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის გურული მწყემსმთავრები? […]
ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან? გურული ჭაბუკები ბეგი სიხარულიძის სახელობის თასს დაეუფლენ _ გვიმბალაურმა ოთხთა ტურნირს უმასპინძლა

ლანჩხუთმა „გურიას“ ლეგენდის, ბეგი სიხარულიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს უმასპინძლა. სასიხარულოა, რომ წარმატებას იმ გუნდმა მიაღწია, რომელსაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატების მთავარმა შემოქმედმა. გურიის ფეხბურთის რეგიონალურ ფედერაციას (გრფფ) „გურიას“ გამორჩეული ფეხბურთელისა და მწვრთნელის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირი ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ, სამწუხაროდ, წინა კვირაში ლეგენდამ დაგვტოვა… განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ გრფფ ნამდვილად სამაგალითო […]
„ლანჩხუთმა“ ზედიზედ მეექვსე, სეზონში კი _მე-7 შეხვედრა მოიგო და ყველა დიდი ანგარიშით… ყველაში გაიტანა კამარგომ!

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა „ვერეს“ უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა. ისევ გაიტანეს ლია სიჭინავამ და ნათია დანელიამ, გაბრიელა კამარგომ კი სულაც სეზონში მეოთხე დუბლი შეასრულა. მეხუთე გოლი ლიზი მწყერაშვილის ანგარიშზეა. საინტერესოა, რომ კოლუმბიელმა შვიდივე მოგებულ შეხვედრაში გაიტანა. ეს გიორგი ჩხაიძის გუნდის ზედიზედ მე-6 და სეზონში მე-7 მოგებაა, თანაც ყველა დიდი ანგარიშით. ბოლო სამი შეხვედრა ციცებმა 4:0 მოიგეს, […]
მერვეკლასელი სანიტარი, ჩუვაშეთში დაწყებული კარიერა, ნატაშა ექიმი და 40 წელი ახალი სიცოცხლის მოვლენის სადარაჯოზე _ ლანჩხუთი კოტე ხოფერიას ემშვიდობება

ნამდვილი პროფესიონალი იყო _ სამსახურში მკაცრი, პრინციპული და შეუვალი, ხოლო სამსახურს მიღმა უაღრესად თბილი, ხალისიანი და ადამიანური. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა გინეკოლოგიურ განყოფილებას და ყოველდღიურად ურთულეს პასუხისმგებლობას ღირსეულად ართმევდა თავს. მის გვერდით მუშაობდა მისი მეუღლე _ უსაყვარლესი ნატაშა ექიმი, რომლის მხარდაჭერა და ერთგულებაც მათი საერთო გზის განუყოფელი ნაწილი იყო. ორივემ ერთად, თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიული ერთგულებით, […]
გრიგოლეთის გზის დარჩენილი მონაკვეთის გახსნა გადაიდო, რადგან ხიდი თავიდან გასაკეთებელია _ როდის დასრულებს ჩინური კომპანია მშენებლობას, რომელიც 2024 წელს უნდა ჩაებარებინა?

„გრიგოლეთის გზის დარჩენილი მონაკვეთი დაგვიანებით გაიხსნება, კონტრაქტორს ხარვეზები დაუდგინდა, რის გამოც მას ერთ-ერთი ხიდის დემონტაჟი და თავიდან აგება დაევალა“ _ ამის შესახებ „პირველ არხთან“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ისაუბრა „ხარისხთან მიმართებით კომპრომისი არ იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, კომპანია ადგილობრივი იქნება თუ საერთაშორისო, მაგისტრალის მშენებლობა იქნება თუ საბავშვო ბაღის, მიდგომა ყველასთან ერთნაირი იქნება. ჩვენ აღმოვაჩინეთ გარკვეული […]
„აქ ამ დღეს გურია-სამეგრელოდან დიდძალი ხალხი იყრის თავს“ _ მიმინოების ბაზრობა და ჯირითი ლანჩხუთში 1891 წელს: შეხედეთ, რა ჯირითობა გავაჩაღეთო…

ლანჩხუთში იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს (11 სექტემბერი, ძვ. სტილით 29 აგვისტო) მიმინოებით ვაჭრობა და ჯირითი იმართებოდა, ამ დღეს გურიიდან და სამეგელოდან ლანჩხუთში დიდძალი ხალხი იკრიბებოდა. „დაბა ლანჩხუთის მახლობლად იოანე ნათლის მცემლის ეკკლესიაზედ თავის კვეთას დღესასწაულობენ. აქ ამ დღეს გურია-სამეგრელოდან დიდძალი ხალხი იყრის თავს. წელსაც მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით ავდარი იყო, ბევრი ხალხი შეიკრიბა […]
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი: ვაქცინები მუშაობს და ყველა თაობისთვის ეფექტურია!

ვაქცინაცია თანამედროვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ინსტრუმენტია, რომელიც ადამიანებს იცავს სიცოცხლისათვის საშიში ინფექციებისა და მათი გრძელვადიანი გართულებებისგან. საქართველოს აცრების ეროვნული კალენდარი უზრუნველყოფს ბავშვებისა და მოზარდების დაცვას ისეთი დაავადებებისაგან, როგორიცაა ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენსა ტიპი ბ, წითელა, წითურა, ყბაყურა, ადამიანის პაპილომავირუსი. ბოლო წლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეა ადამიანის პაპილომავირუსის […]
„ლანჩხუთმა“ 10 წლის წინ დაიწყო… ყველაზე ტიტულოვანი ქალთა საფეხბურთო კლუბის პირველი თამაში, გოლები, მწვრთნელი, შემადგენლობა…

ზუსტად 10 წლის წინ, 2016 წლის 26 აპრილს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი და პროფესიონალურ ფეხბურთში „ლანჩხუთმა“ პირველი ნაბიჯები გადადგა. სადებიუტო შეხვედრაში, გურულმა ციცებმა ლაგოდეხის „ჰერეთი“ დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხეს. პირველი გოლი თინათინ ჯიჯიეშვილის ანგარიშზეა. ასევე გაიტანეს მაშინდელმა და დღევანდელმა კაპიტნებმა: ია ალელიშვილმა და ნინო ჩხარტიშვილმა. გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო კახა ურუშაძე, ხოლო „ლანჩხუთის“ […]