რა მოხდა 1985 წლის 22 ნოემბერს? გმირები არ კვდებიან… ლანჩხუთელი, რომელმაც ქალაქი დიდ განსაცდელს ააცილა, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა

ლანჩხუთში „გურიას“ ტრიუმფამდე ერთი წლით ადრე ისეთი რამ მოხდა, სავსებით შესაძლებელი იყო, 1986 წლის ისტორიული თამაშების ხილვა ადგილობრივი ქომაგების ნაწილს ვერც მოეხერხებინა… ამის მიზეზი ნავთობბაზაში გაჩენილი ხანძარი იყო, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ქალაქის სამრეწვეულო უბანს და მათ შორის, იქვე მდებარე ცენტრალურ სტადიონს. რა მოხდა 35 წლის წინ? 1985 წლის 22 ნოემბერი იდგა… ჩვეულებრივი დღე… დილით ლანჩხუთის […]

ლანჩხუთში, „საქართველოს ბანკის“ შესასვლელში გადაღებულმა ფოტომ სოციალური ქსელი „ააფეთქა“

გუშინ, მთელმა საქართველომ იხილა „საქართველოს ბანკში“ მძარცველის შესვლისა და იქიდან 500 ათასი დოლარის გატაცების ამბავი. მოგეხსენებათ, გურული კაცი რთულ ვითარებაშიც არ კარგავს იუმორის სურვილს და გთავაზობთ საუკეთესო კომენტარებს: $ „პასუხი კითხვაზე, რაფერ მივიღოთ ფული ბანკიდან უდაბლესი პროცენტით, გაცემულია“; $ „ყველაზე მაგრა „საქართველოს ბანკმა“ იმოქმედა. ხელყუმბარიანი ტერორისტი შეუვარდათ, 43 მძევალი ეიყვანა და მაინც მოახერხეს და თავისი […]

გურული კა(ი)ფია: „ლანჩხუთს სტუმრად ეწვია ჯაფარიძე ზურაბა, პლანი თუ არ „გაბოლებთ“, ჭამეთ გირჩის მურაბა“ ანუ „მაი არაა მასთე, ძამა…“

ლანჩხუთს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სტუმრობდა _ იქნებ ზოგმა არც იცით, რომ ამ საინტერესო და განსხვავებული პოლიტიკური პარტიის მთავარ იდეოლოგსა და ლიდერს ასევე გამორჩეული სახელი აქვს _ ზურაბ გირჩი! ამ პარტიას ლანჩხუთშიც მაგარი პროპაგანდისტი ჰყავს _ გამგებლის ექს-მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი, ვისაც არც წერა-კითხვა ეშლება და ზოგადად, პოლიტიკასა და მის ხლართებში ფრიად გამოცდილია. მათი ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგია […]

[გამოხმაურება] „არანაირი ერთობლივი გადაწყვეტილება, მხოლოდ 11 ხელმოწერა იყო! „გურიას“ გარდა სხვა გუნდებსაც შესთავაზეს, მაგრამ…“ _ დავით უგრელიძე

„გურია თუდეის“ სტატიას _ „გურიას“ სიტყვა გადამწყვეტი აღმოჩნდა, სათქმელი „დინამოსაც“ აღარ დარჩა… მოსკოვი კი, ბოლო წუთამდე ელოდა ზარს ლანჩხუთიდან _ ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელ რელსებზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი  დავით უგრელიძე გამოეხმაურა.   „სტატიაში ბევრი უზუსტობაა, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რისი უშუალო მონაწილე და ორგანიზატორი მე ვიყავი, განცხადების დაწერიდან ტელევიზიის შენობაში მიმდინარე სხდომაზე და […]

„გურიას“ სიტყვა გადამწყვეტი აღმოჩნდა, სათქმელი „დინამოსაც“ აღარ დარჩა… მოსკოვი კი, ბოლო წუთამდე ელოდა ზარს ლანჩხუთიდან

ზუსტად 30 წლის წინ, ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის გზას დაადგა _ 1990 წლის 15 თებერვალს, ჭადრაკის სასახლეში გამართულ თავყრილობაზე, ისტორიული სიტყვა ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელებმა თქვეს: სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში აღზევებული „სოფლის გუნდის“ წამყვანმა მოთამაშეებმა უარი თქვეს საბჭოთა პირველობაში მონაწილეობაზე და ლანჩხუთური კლუბის ხელმძღვანელობისა და ქომაგების დაუკითხავად (და მათი ნების საწინააღმდეგოდ) მხარი დაუჭირეს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას. მაშინ „გურიას“ […]

დღეს ჩვენც „პლუსელები“ ვართ! – 25 წლის წინ, დაწყებული დიდი ისტორია: გაზეთი „სიყვითლისა“ და „ყვირილის“ გარეშე და გავლენა ლანჩხუთის ყოველდღიურ ცხოვრებაზე

შარშან ამ დროს, გურულად ვიჩქარეთ და ერთი წლით ადრე მივულოცეთ, წელს კი, საგაზეთო დღეების გამო, ერთი დღით ვასწრებთ მოვლენებს _ ზუსტად მეოთხედი საუკუნის წინ, 1995 წლის 23 იანვარს, ლანჩხუთში დაიბადა პირველი დამოუკიდებელი გაზეთი _ „ლანჩხუთი პლუსი“. ამ გაზეთს და მის მესვეურებს სულ რომ არაფერი გაეკეთებინათ, ისტორიაში მაინც შევიდოდნენ, როგორც ლანჩხუთში თავისუფალი მედიის მედროშეები. თამამად შეგვიძლია […]

„მაშინ ყველა ერთი ვიყავით: გუნდი, ნანული მასწავლებელი, ცუცქი და გუგული დეიდა…“ _ ლანჩხუთის სამუსიკო სკოლა 60 წლისაა!

ეს სტრიქონები დიდი ხნის წინ დაიწერა, მაშინ, რასაც „ჩემი“ ერქვა, ყველაფერი მენატრებოდა: ჩემი მშობლები, ჩემი სახლი, ჩემი ეზოს ყვავილები და ჩემი „მუსიკალურიც“… ყოველთვის მაგონდება ის, რასაც ვხედავ და მესმის, რის სურნელსაც ვგრძნობ… ჩემი მარინა მასწავლებელი: პირველი მასწავლებელი, მაღალი, სუსტი, მოკლე ვარცხნილობით და გრძელი შავი პალტოთი… სასწავლო წელი ძალიან საინტერესოდ იწყებოდა. დამისვამდა გვერდით, შემისრულებდა რამდენიმე ნაწარმოებს […]

1959 წლის 25 ივნისი: 7 ბიჭი და 18 გოგო… _ სად დაიდო პირველად ბინა და რატომ უწოდეს ლანჩხუთის სამუსიკო სკოლას „მერცხლის ბუდე“?

წილოსანი მარინა მიხეილის ასული, ჩიგოგიძე ჟუჟუნა ჭოლას ასული, ებრალიძე გურამი ივანეს ძე, ტალახაძე ნანა ევგენის ასული, ფირცხალაიშვილი მზია ალექსანდრეს ასული, ზენაიშვილი ლენა ლეონიდეს ასული, ლომაძე მანანა რევაზის ასული, ჩიკაშუა თემური ვალერიანის ძე, მათითაიშვილი დალი ვახტანგის ასული, ლომაძე ნინო არტემის ასული, კეკელიძე თემური ილიას ძე, წილოსანი დალი ამირანის ასული, ორაგველიძე დალი დიმიტრის ასული, ხავთასი იამზე გურამის […]

3 დირექტორი, 80 პედაგოგი, 1100 მოსწავლე… ლანჩხუთის სამუსიკო სასწავლებლის 60 წლის შედეგები

ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლა დაარსდა 1959 წელს, რომლის პირველი დირექტორი დაარსების დღიდან იყო მარიკა ორაგველიძე, 1993 წლიდან _ მარინე ტუღუში, 2008 წლიდან სკოლას მაია ჩავლეიშვილი ხელმძღვანელობს. 2007 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლა დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, 2008 წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად. […]

„მენატრები და ამქვეყნად ყველაზე მეტად მინდა, რომ გულში ჩამიკრა… 15 წელია ბალიშს ცრემლებით ვასველებ და ბავშვივით ვბღავი _ დედა, მენატრები“

სოფელ სუფსაში ტრაგედია დატრიალდა. ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ლანჩხუთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმი, 27 წლის არჩილ კვაჭაძე გახლდათ. მასთან ერთად ავარიას ემსხვეპლნენ მისი დეიდაშვილები, ძმები: 45 წლის ვასილ და 24 წლის გიორგი როყვები, ასევე ამ უკანასკნელის ახალშერთული 20 წლის მეუღლე. არჩილს დედა ძალიან ენატრებოდა _ მხოლოდ 11 წლის იყო, როცა მის გარეშე დარჩა. […]