[ექსკლუზივი] „ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება, თუ სამშობლოსთვის დავიღუპებიო“ _ რას იხსენებს 9 აპრილს გარდაცვლილი ნატო გიორგაძის და?

1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მომხდარ სასაკლაოს ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის სიცოცხლე შეეწირა. „გურია თუდესთან“ ექსკლუზიურ საუბარში ნატოს და მაია გიორგაძე იხსენებს ოჯახის ტრაგედიას და ათწლეულების შემდეგ პირველად ყვება იმ გამოცხადებაზე, რომელიც მის გარდაცვლილ დას 9 აპრილს ტრაგედიამდე ერთი წლით ადრე ჰქონდა:_ ნატო იყო 29 წლის, რომ გარდაიცვალა, ყველგან წერია, თითქოს 23 წლის იყო, რაც […]

ლანჩხუთმა შვილი გულში ჩაიკრა: გმირის საფლავი 26 წლის შემდეგ _ „როცა დაჭრილი მოძმის გადარჩენას ლამობდა, მტრის ტყვიამ სწორედ მაშინ უწია…“

ლანჩხუთელმა თამაზ ტყეშელაშვილმა სიცოცხლე სამშობლოს ზვარაკად შეწირა… იგი 1993 წლის ძმათამკვლელ ომს შეეწირა… 23 წლისა წავიდა ამქვეყნიდან… ის უგზო-უკვლოდ დაეკარგა ოჯახს, ახლობლებს, ლანჩხუთს… სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში წავიდა. ლანჩხუთელი გმირი 1993 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილად გამოცხადდა. „1993 წლის 21 სექტემბერს რიგითი ტყეშელაშვილი თ. ვ. მივლინებულ იქნა საბრძოლო დავალების შესასრულებლად აფხაზეთის რეგიონში ქ. სოხუმის დაცვაში. მიმდინარე ბრძოლების […]

მოშე, შენ თუ გინდა წასვლა, წაი, ჩვენ არ მოვდივართო… ისაკ თეთრუაშვილი: „რა ვქნა, მიყვარს ლანჩხუთი და ამ სიყვარულს ვერავინ წამართმევს, ქართველი ვარ, გურული!“

ლანჩხუთში დაიბადა და გაიზარდა. ისაკ თეთრუაშვილს ძალიან უყვარს აქაურობა და სულ ცდილობს ჩამოვიდეს და თავის ქალაქს მოეფეროს. უკვე წლებია, ისრაელში, ქალაქ აშდოთში ცხოვრობს, მაგრამ გურიასთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტია. ორი დღით იყო სულ ჩამოსული _ „მაგრამ იმხელა სითბო და ენერგია მიმაქვს აქედან, რომ მანამ მეყოფა, სანამ კიდევ არ ჩამოვალო“. „გურია თუდეის“ რედაქციას მეგობრებთან _ სიმინიკო ჭეიშვილსა […]

იცნობდეთ 14 ლანჩხუთელს, რომლებმაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოაწერეს ხელი

ლანჩხუთში არის ნოე ჟორდანიას სახელობის სკვერი, რომელიც 1918 წლის ცნობილ მოვლენებთან არის დაკავშირებული. სიმბოლური საფლავიცაა მოწყობილი და დგას ნოე ჟორდანიას ბიუსტიც. ალბათ, ნაკლებად არის ცნობილი, რომ 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზე 14 ლანჩხუთელის ხელწერაა. ისეთი პატარა მუნიციპალიტეტისთვის, როგორც ლანჩხუთია, ეს უნიკალური მოვლენაა. უფრო მეტიც, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაშიც მრავლად იყვნენ ჩვენი რაიონის მკვიდრნი ამა თუ იმ […]

გვახსოვხართ, ბიჭებო! ტრაგედიები, რომელმაც საქართველო შეძრა: „სიმწარით და ტკივილით სავსე ოქტომბერი“

1-ელ ოქტომბერი მეორედ გახდა ბოლო ორ წელიწადში ქართული ფეხბურთში ტრაგიკული. ზუსტად ორი წლის წინ, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ლანჩხუთის „გურიას” მეკარე, კარგი ახალგაზრდა მიშო გოგუაძე… „ვინც ეს ავარია დაინახა, ის ხალხი ამბობს, – შოკში ვიყავით, ცაში ავარდნილი მანქანა რომ დავინახეთო. როგორც კი მანქანა მიწაზე დაეცა, მივიდნენ დასახმარებლად, ამბობენ, ბიჭი თავისი მძღოლის სავარძლიანად უკვე უკანა სკამების ადგილზე […]

„აქ საუბარია ძალიან დიდ ფულზე, რომელსაც ზარალობს სახელმწიფო და რომელ კორუფციულ სქემასაც კონკრეტული პირები ლობირებენ…“ _ კახა ასკურავა

გასულ ხუთშაბათს (14 სექტემბერს), სოფელ შუხუთში დატრიალებული ტრაგედიის (სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა) ერთ-ერთ მიზეზად ის გადაჭარბებული ტვირთი სახელდება, რის გადატანასაც გზის მშენებელი კომპანიების მესვეურები მძღოლებს აიძულებენ, თან მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ. გადატვირთული მანქანის დამორჩილება კი რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიც. შუხუთის ტრაგედიაშიც ამას თავისი წვლილი აქვს შეტანილი. ლანჩხუთის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა მძღოლის დაღუპვას პირდაპირ […]