17 წლის იყო, შალვა კაკაბაძემ თასის ფინალში ძირითადში რომ დააყენა… ლანჩხუთელი ქომაგების გამორჩეული მოთამაშე, ვახტანგ (ვატა) თევზაძე დღეს 75 წლის გახდებოდა

ლანჩხუთის ,,გურიას“ გამორჩეულ ფეხბურთელს, ვახტანგ (ვატა) თევზაძეს 75 წელი შეუსრულდებოდა. იგი 1947 წლის 16 იანვარს ლანჩხუთში დაიბადა. ფეხბურთში ვარჯიში ცხრა წლისამ დაიწყო, ადგილობრივ ბავშვთა სპორტულ სკოლაში სოსო (ბუტა) ჟორდანიას ხელმძღვანელობით. ნიჭიერმა ახალგაზრდამ თამაში გლდანის სპორტული პროფილის სკოლაში ანდრო ზაზროევსა და თენგიზ კუბლაშვილთან განაგრძო. თანაბარი წარმატებით გამოდიოდა განაპირა მცველისა და ნახევარმცველის პოზიციაზე. 1965 წელს, 17 წლის […]
„ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე, მე და ევგრაფ შევარდნაძე“ _ 25 წელი 25-ე ნომერში, ლანჩხუთში არავინ შეგიშვებს, ხონში მოგიწევს გაპარვაო და… რას შობი, შალიკია, მღუპავ?

დღეს, „გურიას“ ლეგენდარულ მწვრთნელს შალვა კაკაბაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა. 22 წლის იყო, ლანჩხუთის გუნდი რომ ჩააბარეს და ზედიზედ 22 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას. სულ კი 25 წელი გაატარა „გურიაში“ _ ერთი სეზონის ფეხბურთელის რანგში და კიდევ 2 წელი მთავარ მწვრთნელად. ევგრაფიმ გამომგზავნაო… ცნობილია, რომ ევგრაფ შევარდნაძის დროს “გურიას” არაფერი უჭირდა. ამიტომაც იყო, ვინც თბილისის “დინამოში” […]
[ექსკლუზივი] „10 წელი ვიყავი შვედეთში, 6 წელი – კიევის „დინამოში“, მაგრამ „გურიაში“ გატარებული სამი წელი ჩემს კარიერაში საუკეთესოდ მახსენდება…“ _ ვიქტორ ხლუსი

„თუ კიევის „დინამოში“ მოგებისთვის 60 მანეთს ვიღებდი, „გურიაში“ მოგება 800 მანეთად ფასობდა… 5 საათის განმავლობაში მაგიდის ქვეშ ვიყავით. აქ გასახდელთან მინები ჩაამტვრიეს, შემოვარდნის შანსი იყო“ მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში ლეგენდად დარჩა „გურიას“ უკრაინელი ფორვარდი ვიქტორ ხლუსი _ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ლანჩხუთელი ქომაგების უსაყვარლესი ფეხბურთელი… კიევის „დინამოში“ ნათამაშებმა „გურიაში“ მხოლოდ სამი სეზონი […]
ბრავო, მაესტრო! მაღალ ქალაქურ დონეზე… ლანჩხუთის თეატრის სცენაზე უნივერსალური თვითმყოფადობით დადგმული ეროვნული სპექტაკლი

დიდი სასიხარულო მოლოდინია, შენს პატარა ქალაქში ახალი სპექტაკლის მოლოდინი. ეს სიხარული კი ორმაგდება, როცა პრემიერა წარმატებით ჩაივლის. „15-16 ივნისს შედგება სპექტაკლის – „46 შეხება“ პრემიერა, რომელშიც ქართველ არტისტებთან ერთად უკრაინელი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას“ _ იუწყებოდა მოსაწვევი, რომელიც სახლში მივიღე. ორი დღე მოუთმენლად ველოდი. გაგონილი მქონდა, რომ მაყურებელი სცენაზე დაიკავებდა ადგილს… 35 წლის წინ, კინო-მსახიობის თეატრში […]
„შევარდენივით გამოუქროლეს ორმოციოდე გურულებმა და და ნახევარ საათში ბურთი ლელოზე მიარბენინეს“… ლელობურთი _ ლანჩხუთის სავიზიტო ბარათი!

ლელობურთი გურიის ერთ-ერთი კოლორიტული ტრადიციაა, რომელიც ყოველი წლის აღდგომა დღეს, სოფელ შუხუთში იმართება. 2020 წლის აღდგომას ლანჩხუთი ლელობურთის გარეშე შეხვდა, ამის მიზეზი – მსოფლიო პანდემია კორონავირუსი გახდა. ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც შუხუთში, სიმბოლურად ააგდეს ბურთი. პირველად ასეთი ფაქტი 1989 წელსდაფიქსირდა, მიზეზი კი მაშინ 9 აპრილის სისხლიანიმოვლენა გახდა. „ლელო“ უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გადატანას […]
გურიაში მომხდარი შემზარავი ამბავი _ გინეკოლოგი, რომელიც ბავშვებს ყიდდა, საფლავში გაცოცხლდა: „თქვეს, ცოდვებმა უწია, გარდაცვლილი კუბოდან ამოსული იყო, თითები სულ დაჭმული ჰქონდაო…“

ნანა დოლიძე ოზურგეთელი გახლავთ, ის უკვე საკმაოდ მოხუცია. პროფესიით ექიმი გახლავთ, მაგრამ ახლა პენსიონერია. უამრავი ამბავი ახსოვს, რაც ოზურგეთსა და მის ახლო სოფლებში ხდებოდა. ამის შესახებ იგი „პრაიმ ტაიმის“ ჟურნალისტს, მარი ჯაფარიძეს ესაუბრა: – რასაც ახლა გიყვებით, შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ გადავწყვიტე, მაინც ვთქვა. ნამდვილი ამბავია და მოხდა ოზურგეთში, სადღაც 60-იანი წლების დასაწყისში. სამშობიაროში […]
„გურიას“ დამატებით დრო ეკუთვნოდა, ცსკა-ს კი მოგება არ დაუმსახურებია“… როდის დაიწერა „ფუტბოლ-ხოკეის“ ცნობილი სტატია _ „წერტილი რუკაზე“

1976 წელი იდგა… „გურია“ სსრკ-ის თასის მეთექვსმეტედფინალში გავიდა, ანუ მეორე ლიგის გუნდი საბჭოთა კავშირის 32 გუნდს შორის მოხვდა. ეს ისტორიული დღე იყო ლანჩხუთის ფეხბურთის ისტორიაში _ „გურია“ მილიონობით ადამიანმა გაიცნო. …იმ დღეებში ლანჩხუთი დიდი ფეხბურთის მოლოდინით ცხოვრობდა. ხუმრობა ხომ არ იყო, არმიელთა რიგებში საბჭოთა კავშირის პირველი ნაკრების სამი წევრი გამოდიოდა. თამაში მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და […]
როგორ იხსნებს გურიაში გატარებულ წლებს და რა ენატრება ჭინათში ყველაზე მეტად იუმორისტული შოუების „მამას“ _ „გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინტერვიუ დავით გოგიჩაიშვილთან

„არ მიყვარს ინტერვიუების მიცემა, თუმცა როცა საქმე ჩემ გურიას, განსაკუთრებით ლანჩხუთს, უფრო განსაკუთრებით ლესას და კიდევ უფრო განსაკუთრებით კი ჭინათს ეხება, ეს ჩემმა ყველა მეგობარმა იცის, რომ ჩემი მიდგომა განსაკუთრებულია. ამიტომ „გურია თუდეის“ უარს ვერ ვეტყვი…“ ალბათ, არ არსებობს ლანჩხუთელი, რომელმაც მის შესახებ არ იცოდეს. წლების განმავლობაში ამ ნიჭიერი გურულის მიერ შექმნილი შოუები ტელევიზიების მთავარი […]
„გვიყვარს კაი კრიმანჭული, ჩვენთვის ღამეც კი დღეია, გურიისთვის ხომ ყოველთვის, გუშხამი და თუდეია!“ _ გოგიჩა, „აბდალმენი“ და კალანდა
„გურია თუდეი“ „კიდო ერხელ“ გილოცავთ შობა _ ახალ წელს და თქვენი ჩანაფიქრების ასრულებას გისურვებთ. ამ შესვენებაზე ერთი მაგარი ამბავი გავიგეთ _ თურმე ჩვენზე ლექსებსაც წერენ. არა, ვერ მოგატყუებთ, ეს მთლად „თუდეის“ დამსახურება არაა და უფრო მეტად გასული წლის მთავარ სტუმარს, დათო გოგიჩაიშვილს უნდა ვუმადლოდეთ. მოკლედ, „გოგიჩასთან“ ინტერვიუს გამოქვეყნება ერთი იყო და „აბდალმენმა“ (ფსევდონიმია ერთ კაი […]
როგორ გადაუხადეს ჭინათში იუბილე „სკაიპით“ და როდის ითამაშა ავთო გოგიჩაიშვილმა თემურ ჩხაიძის წინააღმდეგ _ „გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინტერვიუ მექსიკაში მოღვაწე ლანჩხუთელ მეცნიერთან

„მენატრება ბებურაის გორაზე ფეხბურთის თამაში, ვარდენა კვაჭაძის დაყენებული ადესაი, ნაკვესები რომ გაქონდა, იმფერი და ლილი დეიდაის ყაურმა… აი სამი ავარჩიე ახლა, თვარა ისე დილამდე ვერ დათლი…“ მთელი ბავშვობა სოფელ ჭინათში გაატარა, დღესაც სიხარულით იხსენებს სოფელს, ბებოს, ბავშვობის მეგობრებს და ფიქრობს, რომ აუცილებლად დაბრუნდება. ენატრება აქაური ყველაფერი, რაც ბავშვობიდან ახსოვს. წარმოშობით ლანჩხუთელი მეცნიერი ავთო გოგიჩაიშვილი […]