17 წლის იყო, შალვა კაკაბაძემ თასის ფინალში ძირითადში რომ დააყენა… ლანჩხუთელი ქომაგების გამორჩეული მოთამაშე, ვახტანგ (ვატა) თევზაძე დღეს 75 წლის გახდებოდა

|

Loading

ფოტოკოლაჟი | ვახტანგ თევზაძე, ქვედა გუნდურ ფოტოებში _ შუაში

ლანჩხუთის ,,გურიას“ გამორჩეულ ფეხბურთელს, ვახტანგ (ვატა) თევზაძეს 75 წელი შეუსრულდებოდა.

იგი 1947 წლის 16 იანვარს ლანჩხუთში დაიბადა. ფეხბურთში ვარჯიში ცხრა წლისამ დაიწყო, ადგილობრივ ბავშვთა სპორტულ სკოლაში სოსო (ბუტა) ჟორდანიას ხელმძღვანელობით. ნიჭიერმა ახალგაზრდამ თამაში გლდანის სპორტული პროფილის სკოლაში ანდრო ზაზროევსა და თენგიზ კუბლაშვილთან განაგრძო. თანაბარი წარმატებით გამოდიოდა განაპირა მცველისა და ნახევარმცველის პოზიციაზე.

1965 წელს, 17 წლის იყო, შალვა კაკაბაძემ საქართველოს თასის ფინალში ახალციხის ,,მესხეთის“ წინააღმდეგ ძირითადში რომ დააყენა და დიდებულად წარმოაჩინა თავი. მაშინ ,,გურია“ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად დაეუფლა რესპუბლიკის თასს.

1966 წელს თანაგუნდელებთან ერთად ,,დუბლი“ გააკეთა _ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და თასიც დასაკუთრა. 1968 წელს, საკავშირო ,,ბ’’ კლასის მეოთხე ზონის ჩემპიონი გახდა, ხოლო მომდევნო სეზონში ამავე ლიგაში მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

1971 წელს საქართველოს ჩემპიონატში ასაპრეზობდა და პირველ ადგილთან ერთად თასსაც დაეუფლა…

ძალიან ახალგაზრდა გახდა „გურიას“ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე _ 24 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონობა 2-ჯერ და თასი 3-ჯერ მოიპოვა. ამისთვის მას მხოლოდ 7 სეზონი დასჭირდა. ეს შედეგი კლუბის ისტორიაში საუკეთესოა.

ვახტანგ თევზაძე გამორჩეული ფეხბურთელი და საუცხოო პიროვნება გახლდათ. მისი სახელი ყოველთვის დარჩება ლანჩხუთელ ფეხბურთის მოყვარულთა მეხსიერებაში.

მომზადებულია მერაბ წულაძის წიგნის „წერტილი რუკაზე“ მიხედვით

ასევე წაიკითხეთ:

1966 წლის ისტორიული ფოტო და დახვედრა ლანჩხუთში… „გურია“ რომ სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში ითამაშებდა, ბორის პაიჭაძემ 20 წლით ადრე იწინასწარმეტყველა

როგორ იხსნა ბეგი სიხარულიძემ 1971 წელს „გურია“ და ვისმა გოლმა მოგვიტანა საქართველოს თასი? რა ფოტოს ავრცელებს საფეხბურთო კოლექციონერი…