ლანჩხუთელი „პოლკოვნიკი“, ვისაც სსრკ-ის ფეხბურთის სამმართველოს წარმომადგენელი გათამაშების კალენდარს უთანხმებდა – იმედო დუნდუა 80 წლისაა!

მეგობრებზე, „გურიასა“ და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული საფეხბურთო მოხელე მეგობრობდა ვიაჩესლავ კოლოსკოვთან, ვიქტორ პონედელნიკთან და სხვა საბჭოთა საფეხბურთო მოხელეებთან… მას საბჭოთა საფეხბურთო სამყაროში „პოლკოვნიკის“ სახელით იცნობდნენ. „გურიის“ უცვლელი გუნდის უფროსი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უმაღლესი ორგანოს _ აღმასკომის წევრი და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ამ ორგანიზაციების დაარსებიდან თავისი სიცოცხლის ბოლომდე _ ეს არის გულსუნდა (იმედო) დუნდუას, […]
ქორწილში მოლხენა და… გივი წითლიძე _ იცოდით, „გურიას“ ჩემპიონობა „მერცხალმა“ დააკარგვინა? გურული დერბის ლამის საუკუნოვანი ისტორია

გურული დერბის ისტორია სათავეს გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს. პირველი შეჯიბრი 1937 წელს გაიმართა, როცა ლანჩხუთში პირველი ოფიციალური საფეხბურთო გუნდი „სპარტაკი“ შეიქმნა (მისი წინამორბედი „კიმი“ არაოფიციალური გახლდათ). აღნიშნულ შეჯიბრში „სპარტაკის“ გარდა მაშინდელი მახარაძის, ჩოხატაურის ნაკრებები და სამტრედიის „ლოკომოტივი“ მონაწილეობდნენ. ზონაში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე გადიოდა, ეს პატივი კი ლანჩხუთის კლუბმა მოიპოვა და როგორც შემდგომში გამოჩნდა, გურიის […]
ნადური, კალოს ხელხვავი, ხასანბეგურა, აგიდელა, ორირა… მამათის ცნობილი ანსამბლი 50 წლისაა! ვინ დაარქვა სახელი „ხელხვავს“? 1973 წელს დაწყებული წარმატებებით ხვავრიელი ისტორია

მამათის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “ხელხვავი” 50 წლის გახდა. მისი დაარსების იდეა ეკუთვნის მამათის მკვიდრს, პოეტ ჯემალ დობორჯგინიძეს და ასევე, ანსამბლის წევრს, სახალხო მთქმელ რევაზ როყვას. ანსამბლი თავიდანვე ითვლებოდა, როგორც საკოლმეურნეო და მას დახმარებას უწევდა მამათის კოლმეურნეობის თავმჯდომარე პრომეთეოს შევარდნაძე. სახელი „ხელხვავი“ დაარქვა ჯემალ დობორჯგინიძემ. ანსამბლი სრულად 1973 წელს ჩამოყალიბდა, რომლის პირველი ლოტბარი გახლდათ ქართული ხალხური […]
„გივი ექიმმა თავად იზრუნა საავადმყოფოს ეზოში ფართის გამოყოფაზე და კოლეგებთან ერთად ფიზიკურადაც შრომობდა ეკლესიის კედლების ამოსაყვანად“ _ დღეს გივი ჭანტურიას 80 წელი შეუსრულდებოდა

დღეს ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ექიმის, გივი ჭანტურიას დაბადების დღეა _ მას 80 წელი შეუსრულდებოდა. 7 წლის წინ, 2016 წელს დაგვტოვა. ბატონი გივი დიდხანს და უნარიანად ხელმძღვანელობდა ლანჩხუთის ცენტრალურ საავდმყოფოს. მისი დიდი წვლილია, რომ საავადმყოფოს ეზოში დღეს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია დგას. აი, როგორი სიტყვებით გააცილა უკანასკნელ გზაზე „მასწავლებელთა მასწავლებელმა“, მაყვალა გვარჯალაძემ ღვაწლმოსილი მედიკოსი: „ახლა, ჰუმანიზმით […]
„ტყვეობაშიც არ დაიხია უკან, აფხაზებმა ჯერ კონდახებით სცემეს, შემდეგ კი დაცხრილეს“… სამი გმირი სოფელ წყალწმინდიდან

ჩვენს ულამაზეს სამშობლოში ბევრი განთქმული ქალაქი თუ სოფელია თავისი გმირული წარსულითა და ნათელი მომავლით. ერთ-ერთი გახლავთ წყალწმინდა. სოფელი, რომელმაც უამრავ გამოჩენილ ადამიანთა შორის აღზარდა უმშვენიერესი გმირი ვაჟკაცები, რომლებსაც „აფხაზეთის ბიჭები“ ჰქვია: დავით გურამის ძე რამიშვილი, ნიკა ვახტანგის ძე იმნაძე და პაატა ბონდოს ძე პაპიძე. ამ მძიმე ცხოვრებაში როგორ მოგვენატრა მათი სათუთი მოპყრობა და უბრალო ვაჟკაცური […]
„ისეთი მოსაბეზრებელი თამაში ყოფილა, ფეხბურთელებთან მოედანზე ანეკდოტი მომიყოლია“ _ ოთარ გუნთაძე, ფიფას მსაჯი სოფელ ოდილაურიდან

ლანჩხუთელი ოთარ გუნთაძე ერთ-ერთი პირველი არბიტრია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით, საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა. იგი ჩოჩხათიდანაა, სოფელ ოდილაურიდან _ მისი მიბაძვით ათამდე მსაჯი რომ გაუზარდა ქართულ ფეხბურთს. წლების მანძილზე სფფ-ს სამსაჯო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ლანჩხუთში მას პატივს სცემენ და უყვართ, ამაყობენ კიდეც _ ერთადერთი გურულია, ფიფას მსაჯის სტატუსს რომ ატარებდა… დღეს მას 65 წელი შეუსრულდა. მცირე შემოკლებით […]
„გავერანების პირას მდგარი [ჯიხეთის] კომპლექსი წალკოტად აქცია… მის სახელს უკავშირდება ჯუმათისა და უდაბნოს მონასტრების აღდგენაც…“ – გურიის „გრიგოლ ხანძთელი“, მამა ანდრია 70 წლისაა!

ლანჩხუთელი არქიმანდრიტი, სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი ანდრია კბილაშვილი იუბილარია _ ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე უდიდესი დამსახურების მქონე მაღალი იერარქიის მღვდელს 70 წელი შეუსრულდა. თავისი ცხოვრების ზუსტად ნახევარი _ 35 წელი მან გურიაში და გურულების გულებში სულიერი სავანის მშენებლობას მიუძღვნა და ეს დღესაც გრძელდება! „გურია თუდეი“, მკითხველის სახელით, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ულოცავს ღვაწლმოსილ სასულიერო პირს და […]
„გატან დიდ სიყვარულს, უსაშველო მონატრებას, ჩემს გულს, იცი, ვისთანაც…“ _ ლანჩხუთი თავის რამიზა ჩხაიძეს ემშვიდობება

ლანჩხუთი ხვალ უკანასკნელ გზაზე გააცილებს თავის გამორჩეულ შვილს, რამიზა ჩხაიძეს. დიახ, არ დავწერეთ „რამიზ ჩხაიძე“, რამეთუ იმ ერთ ასოში ლანჩხუთელთა დიდი სიყვარულია _ რამიზათი იცნობდნენ ლანჩხუთში და ღარიბმა აცანელმა ბიჭმა სიცოცხლეშივე ლეგენდად აქცია სახელიც და ასევე ბრენდად ქცეული მეტსახელი – რტჩ! ორივე სახელის სხენებაზე უმალ ლანჩხუთში პირველი გასტრონომი „ოჯახური“ და მისი დამაარსებელ-სულისჩამდგმელი „ტელმაგიჩი“ ამოტივტივდება გონებაში. […]
„არასდროს დამავიწყდება, ფეხი ავიდგი ჩაიზე, ყველას გკოცნით და გეხვევათ თქვენი რამიზა ჩხაიძე“ – ჩვენი „რტჩ“ 75 წლისაა!

„სიხარულს ვეღარ ვმალავდი, ღიმილი მქონდა ბაგეში, ერთი ღარიბი ვიყავი, 40 ცალ პუნქტის გამგეში!“ ლანჩხუთელი ბიზნესმენი, ვაჭრობის დარგის კოლორიტული წარმომადგენელი _ რამიზ, სიყვარულით _ რამიზა ჩხაიძე, იგივე „რტჩ“ 75 წლის გახდა. თავის დროზე, მან ლანჩხუთში პირველმა დაარსა შემდგომში სახელგანთქმული გასტრონომი „ოჯახური“, სადაც მზა საჭმელების შეძენა შეიძლებოდა. დღეს იგი თბილისში მოღვაწეობს და საქვეყნოდაა ცნობილი მის საწარმოში დამზადებული […]
16 წელი შენდებოდა, 2 მილიონამდე დაჯდა… ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი 85 წლისაა! [+ ისტორიული ფოტო _ 1936 წლის თეატრალური დასი]

1937 წლის 28 თებერვალი – თარიღი, რომელმაც ფუნდამენტალურად შეცვალა ლანჩხუთის თეატრისა და ზოგადად, კულტურის ისტორია. 85 წლის წინათ, სწორედ ამ დღეს, მრავალწლიანი შრომის შემდეგ დასრულდა ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მშენებლობა და თეატრის სეზონი გაიხსნა შ. დადიანის სპექტაკლით „ნინოშვილის გურია“, რომელმაც მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მუზეუმის ექსპოზიციაში, ექსპონატებს შორის საპატიო ადგილს იკავებს ზარი (და არა […]