დიდი მაესტრო და ნიჭის ზეიმი ლანჩხუთში… კარლ ჩერნის სახელობის II მუსიკალური კონკურსიც უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს

ლანჩხუთი ხუთი დღის განმავლობაში მუსიკით ცხოვრობს. ქალაქის ცენტრში სამუსიკო სკოლისკენ მიმავალ გზაზე გამოკრული ტრანსპარანტი მიგვანიშნებს, რომ მუნიციპალიტეტი სახელოვანი კომპოზიტორის, კარლ ჩერნის მეორე კონკურსს მასპინძლობს. ჩეხური წარმოშობის ავსტრიელი კომპოზიტორი და პიანისტი კარლ ჩერნი საუკეთესო მასწავლებლად ითვლებოდა და იმისთვის, რომ ბავშვები უკეთ დაუფლებოდნენ ფორტეპიანოს, იგი თავის ეტიუდებს იყენებდა. შექმნილი აქვს 800-ზე მეტი ეტიუდი, სწორედ ამან გაუთქვა მას […]

„წარმოიდგინეთ, 9 აპრილიდან 1 თვეში ვხვდებოდით გუნდს, რომელიც იმ სისხლიანი ღამის შემოქმედ საბჭოთა არმიასთან ასოცირდებოდა“ _ მერაბ ჟორდანია იხსენებს

სულ მალე მისი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვა, რომელშიც დიდი ადგილი მშობლიურ „გურიას“ დაეთმობა. სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტსა და „გურიას“ სახელოვან ფეხბურთელს გასახსენებელი მართლაც ბევრი აქვს. ერთ-ერთია 1989 წლის მაისში გამართული მატჩი „გურია“-ცსკა, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიიდან ერთ თვეში ჩატარდა. სწორედ ამ მატჩის აქამდე უთქმელ ისტორიას მერაბ ჟორდანია იხსნებს: _ შეხვედრას საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ძალიან დიდი, განსაკუთრებული […]

„ბაბუაჩემი და მისი მეგობრები – ევგრაფ შევარდნაძე და ვალოდია წულაძე ოცნებობდნენ, „გურიაში“ მეთამაშა… იცით, რა გუნდი იყო ლანჩხუთში?“ – მერაბ ჟორდანია

სულ მალე მისი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვა, რომელშიც დიდი ადგილი მშობლიურ „გურიას“ დაეთმობა. ჩვენი კლუბის სახელოვანი მოთამაშე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის „დინამოსა“ და ჰოლანდიური „ვიტესის“ ექს-პრეზიდენტი, წლების მანძილზე „გურიას“ დამხმარე და დღემდე მისი დიდი გულშემატკივარი მერაბ ჟორდანია სწორედ ლანჩხუთში გატარებულ წლებს და აქამდე უთქმელ ისტორიებს იხსენებს. _ ქართული ფეხბურთის მრავალწლიან ისტორიაში განსაკუთრებით კი საბჭოთა ეპოქაში, ბევრი […]

“სიკვდილს სიმღერით ებრძოდა, ღიმილს აფრქვევდა მაშინაც, რომ უნდა ეტირა“ [ლამარა აბშილავა-ხუხუნის სხსოვნას]

სამზეოს აღარ ამშვენებს განუმეორებელი ხმით უფლისგან დაჯილდოებული არაჩვეულებრივი ხელოვანი და ადამიანი _ ყველასათვის ძვირფასი ლამარა აბშილავა-ხუხუნი. სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული, გულისხმიერი და პასუხისმგებლობით გამორჩეული, სიკვდილს სიმღერით რომ ებრძოდა, ღიმილს აფრქვევდა მაშინაც, რომ უნდა ეტირა. თავს არ აძლევდა უფლებას, მოწყენილს სხვა დაენაღვლიანებინა. მღეროდა დიდი ტკივილებისას. თავისი დაბადების დღეზე, კულტურის მუშაკებთან გამოსათხოვრად რომ გამართა, თვით მოამზადა სუფრა, თავად […]

„ხშირად საქმის გარჩევებშიც ვმონაწილეობდი…“ – თენგიზ კიკვაძის გზა ფოსტალიონობიდან პოლიცმაისტერობამდე

დღეს ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ კიკვაძე იუბილარია. მართალია „თლა მრგვალი“ იუბილე გაისად აქვს, მაგრამ ამ რაჭველმა კაცმა ისეთი სისწრაფით გააქროლა თავისი კარიერა, არა უშავს, თუ ერთი წლით ჩვენც „ვიჩქარებთ“ და თითქმის 25 წლის წინ ჩაწერილი ინტერვიუთი მივულოცავთ, რომელიც მაშინ გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნდა და თქვენმა მონა-მორჩილმა ჰონორართან ერთად მსუყე პრემიაც დაიმსახურა, რასაც მერე სულ „მაძახებდა“. […]

„საიდანღაც მოტანილ წყალს უთვლის ბავშვებს,  ზედმეტი არ დალიონ, რომ სულ უწყლოდ არ დარჩნენ შემდეგ მოტანამდე…“

„საიდანღაც მოტანილ წყალს უთვლის ბავშვებს,  ზედმეტი არ დალიონ, რომ სულ უწყლოდ არ დარჩნენ შემდეგ მოტანამდე…“

„ბიჭები მოგვიკლეს და შური უნდა ვიძიო, არ შევარჩენო, დამემშვიდობა და სულ ეს იყო…“ _ გმირი გურიიდან დღეს 40 წლის გახდებოდა

„ჩემი შვილი სნაიპერის ტყვიას მოუკლავს ცხინვალში, 9 აგვისტოს. ჯერ მხარში მოხვედრია ტყვია, წამომდგარა, შემობრუნებულა და ავტომატი მოუმარჯვებია. ამასობაში ზურგიდან კეფაში დაუჭრიათ.  ბიჭებო, მომკლესო _ დაუძახია მეგობრებისთვის. იქ იყო მისი ძმაკაცი, კაპრალი გაგა სირაძე. მან 12 კილომეტრი ზურგით ატარა ჩემი შვილი… ცხინვალიდან გორამდე…“ მოწინავე პოზიციაზე იბრძოდა, ომის დაწყების პირველივე დღიდან. 9 აგვისტოს კი სნაიპერის მიერ ნასროლმა […]

„თხრილის პირას, მუხლებზე დგას, სისხლი სდის, წყნარად მიყურებს და ნელა გვერდზე წვება. მივცოცდი… გათავდა…“ _  ლანჩხუთელი უიარაღო გმირის ბოლო წამები

„თქვენ, ალბათ, ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება იქცე გმირად, როცა ბრძოლის ველზე მხოლოდ ერთი დღე გაატარე… თქვენ, ალბათ, არ გსმენიათ, ომის უარაღო გმირზე დაუნდობელ ბრძოლაში…“ _ამ სიტყვებით იწყება „მთავარი არხის“ სიუჟეტი უარაღო გმირზე, ლანჩხუთელ ზაალ მდინარაძეზე. მის შესახებ უფრო მეტს გვიყვება არჩილ ხოფერია, ვისთან ერთადაც იბრძოდა ზაალი. მაშინ ლანჩხუთის ჯგუფის მეთაური 30 წლის წინანდელ ტამიშის ამბებს იხსენებს, […]

„დავინახე, როგორ დაწვა ხესთან… ხუთი მეტრის იქით, ზუსტად ხის გვერდით ერთი მეტრში თხრილთან მერაბაა. პირქვე ჩამხობილი, იარაღი ხელში შეყინვია“

ლანჩხუთელი არჩილ ხოფერია ის მეომარია, რომელმაც თავისი ოჯახის მაგალითზე გვაჩვენა, ბოლომდე უშიშრად ბრძოლა და სამშობლოსთვის მაქსიმუმის გაღება რომ შეუძლია. მამა-შვილი ხოფერიები აფხაზეთის ომში გმირულად იბრძოდნენ, არჩილის ძმა _ ჯამბულათმა თავი შესწირა სამშობლოს. არჩილის შვილი _ უმცროსი ჯამბულათიც რუსებთან ბრძოლას შეეწირა… უკრაინაში, სადაც დღეს მისი მამა იბრძვის, მათ შორის საქართველოსთვის…მოკლედ, გვიმბალაურელ ხოფერიებში სამშობლოსთვის ბრძოლა თაობიდან თაობას […]

„19 წლისა ვიყავი, 20 არ გადამეხადა“- ერთად წავიდნენ ბაღში, სკოლაში, სამშობლოს დასაცავადაც და ერთად დაიღუპნენ…

„თავგანწირვით იბრძოდნენ… ტყვია-წამალი გამოლევიათ და ალყაში მომხდარა რამდენიმე ბიჭი. ერთად დაცხრილეს და მიწაში ერთად ჩაყარესო, ასე ჰყვებოდა მათი უფროსი, რომელიც ჩამოსვენების შემდეგ დასაფლავებამდე არ წასულა. ერთ დღეს დაასაფლავეს ტყვიების ზუზუნით, საზარელი დღე იყო…“ ლანჩხუთელ გმირ ბიჭებზე უნდა გიამბოთ _ ნიკა იმნაძე და პაატა პაპიძე 1993 წლის 3 ივლისს სამშობლოსათვის ბრძოლაში დაიღუპნენ, ისინი 20 წლისაც არ […]