გურულებს 4 ქულა და თბილისში ბევრი გოლი აწყობთ _ ყველა შესაძლო ვარიანტი, რა შემთხვევაში შეინარჩუნებენ ციცები ტიტულს [„ნიკე-ლუსო“-„ლანჩხუთის“ მატჩის წინ]

|

Loading

ლანჩხუთი 0:0 ნიკე ლუსო | 17.04.2025

„ლანჩხუთი“ 20 სექტემბერს თბილისში პირველ ადგილზე მყოფ „ნიკე-ლუსოს“ შეხვდება. დედაქალაქელებს 3 ქულით მეტი აქვთ _ მათ აგემეს ერთადერთი მარცხი მოქმედ ჩემპიონებს. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ლანჩხუთური შეხვედრა 0:0 დასრულდა, თბილისში კი მასპინძლებმა 3:2 მოიგეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ 2 ურთიერთშეხვედრიდან „ლანჩხუთმა“ მინიმუმ 4 ქულა უნდა აიღოს, სხვა შემთხვევაში _ ტიტულს კარგავს.

გურულებს ბურთების უკეთესი ბალანსი აქვთ, თუმცა 2-ბურთიანი ფორა მათ დიდ უპირატესობას არ აძლევს. თუმცა საერთო ბურთების ბალანსი მაშინ დითვლება, თუ ურთიერთშეხვედრებში ბურთების სხვაობაც და სტუმრად გატანილიც ერთნაირი იქნება, რაც მხოლოდ თეორიულად შეიძლება მოხდეს.

მატჩის ანონსი | „გურია თუდეი“

სატურნირო მდგომარეობა ფინალური ეტაპის მე-2 ტურის წინ

„ლანჩხუთს“ ახლა ერთი უპირატესობა აქვს _ სტუმრად გატანილი 2 გოლი. თუ 20 სექტემბერს მატჩს გურულები მოიგებენ, ეს სტუმრად გატანილ გოლს მინიმუმ ერთით გაზრდის და 1:0-ზე, ტიტული რომ დაკარგონ, შინ 4:4 უნდა ითამაშონ (3:3-ზე საერთო ბურთებს დაითვლიან). ორივე შედეგი (4:4 და 3:3) ნაკლებ სავარაუდოა.

თუ თბილისური შეხვედრა ფრედ დასრულდა, 0:0-ზე ლანჩხუთელებს საშინაო შეხვედრაში 1:0, 2:1 მოგება აწყობთ, 3:2-ზე საერთო ბურთებს დაითვლიან, ხოლო 4:3-ზე „ნიკე-ლუსო“ ხდება ჩემპიონი. თუ თბილისში შედეგიანი ფრე დაფიქსირდა, 1:1-ის შემთხვევაში ლანჩხუთში 3:2-იც გურულებისაა, თბილისური 2:2-ისას _ 4:3-იც მოქმედ ჩემპიონს აწყობს!

ჩვენ მინიმალური ანგარიშით მოგებას ვთვლით, თორემ, რა თქმა უნდა, ფრე და მოგება 2 ბურთით ციცებს ტიტულს უპირობოდ უნარჩუნებს, ხოლო თბილისელებს გასაჩემპიონებლად 2 ურთიერთშეხვედრიდან 2 ქულაც ჰყოფნით…