თემური, თამაზი, ზაური, ემზარი, რუსლანი, ვასილი, მერაბი, ფილიპე, მურთაზი… 2008 წლის აგვისტოს ომს 9 გურული ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა

|

Loading

17 წელი გავიდა აგვისტოს საომარი მოქმედებებიდან. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე.

2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გურიიდან 9 სამხედრო პირი დაიღუპა: ოზურგეთიდან – თეიმურაზ ჭიტაძე, თამაზ ნიკიტინი, ზაურ თენიეშვილი, ლანჩხუთიდან – ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე და ვასილ სმირნოვი. ჩოხატაურიდან – მერაბ ახობაძე, ფილიპე მგალობლიშვილი, მურთაზ ირემაძე.

დიდება გმირებს! დიდება საქართველოს!

ემზარ წილოსანის შვილი _ მარიამი შინდისის გმირების მემორიალზე, 2018 წ.