ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მუნიციპალიტეტის აქტივების ეფექტური აღრიცხვისა და ელექტრონული სისტემის „eProperty“ გამოყენებისთვის, ასევე ელექტრონულ სისტემაში „eProperty“ აქტივების იჯარის ეფექტური აღრიცხვისთვის ჯილდოები მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრეს-სამსახური ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.
დღეს, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის კონფერენცია გაიმართა თემაზე – „მუნიციპალური ფინანსებისა და აქტივების ეფექტური მართვა“, რომელსაც ლანჩხუთის თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.





