დავით არობელიძე კარიერას ფრანგულ Rugby Club Vannes Officiel-ს შემადგენლობაში გააგრძელებს.
Freerugby_geo-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, გურულ მორაგბესა და ფრანგულ კლუბს შორის 2+1 კონტრაქტი გაფორმდა.
19 წლის მორაგბემ, რომელიც ოზურგეთის “არწივების” აღზრდილია, გასული სეზონი “არმიაში” გაატარა და სექტემბრიდან TOP 14-ის კლუბს შეუერთდება.
საფრანგეთის უმაღლესი ლიგა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.
დავით არობელიძე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გახლდათ. იგი ხაზის მოთამაშეა.




