დღეს ლანჩხუთში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდა.
„დღეს, ლანჩხუთის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში, ბენეფიციარებისთვის უფასო სკრინინგი ჩატარდა, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფასო კვლევებით ესარგებლათ შემდეგ მიმართულებებზე: ძუძუს კიბოს სკრინინგი, მამოგრაფია, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ კვლევა, პაპ-ტესტირება, პროსტატის კიბოს სკრინინგი და სხვა. აქცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ლანჩხუთის მერიის მხარდაჭერით გაიმართა“ _ აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
ცნობისთვის: პაატა იმნაძე წარმოშობით ლანჩხუთელია. 2020 წელს, კოვიდ-ინფექციის დროს, იყო საუბარი, რომ მისთვის ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭებინათ.





