ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ტრაგედია დატრიალდა _ დაღუპულია მამა-შვილი. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
„ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რომლის დროსაც შვილი დაიღუპა. თვითმხილველის თქმით, რომელიც უკან მოძრაობდა, მანქანა დაბალი სიჩქარით ზიგზაგისებურად მიდიოდა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა, მამას კი, როცა შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა“ _ წერს გამოცემა.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახს, ახლობლებს.




