„ლანჩხუთმა“ ზედიზედ მე-12, სულ კი 13 შეხვედრა მოიგო. აქედან 12 _ დიდი ანგარიშით, მხოლოდ „ნიკე-ლუსოს“ აჯობა მინიმალურად.
15 გოლი ამ სეზონის ერთ შეხვედრაში გიორგი ჩხაიძის გუნდსაქამდე არ გაეტანა. თბილისში გურულებმა 7:0 მოუგეს „ელიტას“, ახლა კი 7 გოლი მხოლოდ ნათია დანელიამ გაიტანა, რომელიც ბომბარდირთა დავაში წინ გაიჭრა, 23 დააგროვა და უახლოეს მდევარს 5-ით უსწრებს.
7 გოლი იმდენად იშვიათია, შესაბამისი ტერმინი არ აქვს და ხუმრობით სუპერ-ჰეთთრიკს ეძახიან.
სამაგიეროდ, პენტათრიკი შეასრულა ეთერ სულაშვილმა, რომელიც ტრავმისა და იძულებითი შესვენების შემდეგ, ერთი თვეც არაა, რაც დაბრუნდა _ ლანჩხუთის“ ერთ-ერთმა ლიდერმა 5-ჯერ დალაშქრა „ელიტას“ კარი.
სამი გოლის გასატანად მას 9 წუთი ეყო, დანელიას _ 8. ამ უკანასკნელმა ზედიზედ 5 გოლი გაიტანა პირველ ტაიმში და ამისთვის 19 წუთი ეყო.
მან წინა თამაშში თბილისელებს ორი გაუტანა, როგორც _ ნინო ბუხრიკიძემ, რომელმაც დღესაც გამოიჩინა თავი. ასევე გაიტანეს უკანახაზელებმა _ ნინო გუჯაბიძემ და ზედიზედ მეორე შეხვედრაში _ მარია მურილომ.
ლანჩხუთელთა თავკაცმა შესვენებაზე გააკეთა სამივე შეცვლა, გაბრიელა კამარგოს კი დასვენების საშუალება ისევ მისცა. რამდენიმე თამაშია, გურულებს თადარიგში 9-ის ნაცვლად 4 მოთამაშე ჰყავთ. საინტერესოა, რომ მეტოქე საერთოდ 11 მოთამაშით ჩამოვიდა…

„ლანჩხუთმ“ სეზონში ყველაზე მეტი (12) თამაში მოიგო დიდი ანგარიშით
მორიგ შეხვედრას „ლანჩხუთი“ 13 ივნისს ბათუმში ადგილობრივ გუნთან გამართავს, რომელსაც „ნიკე-ლუსომ“ დღეს შინ მხოლოდ 2:0 მოუგო.
26.05.2026 | გვიმბალაური, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი | „ლანჩხუთი“ 15:0 „ელიტა“
1:0, 2:0, 11:0, 12:0, 14:0 სულაშვილი (1′, 20′, 70′, 72′, 79′), 3:0, 4:0, 5:0, 6:0, 7:0, 9:0, 15:0 დანელია (23′, 24′, 31′, 35′, 42′, 53′, 80′), 8:0 გუჯაბიძე (45′), 10:0 ბუხრიკიძე (55′), 13:0 მურილო (75′)
ლანჩხუთი: გაბელაია (46′ თაბაგარი), გუჯაბიძე, მურილო, ჩხარტიშვილი (46′ ცეცხლაძე), ნარსია (46′ პერეირა), რასელი, პასიკაშვილი, დანელია, მწყერაშვილი ბუხრიკიძე, სულაშვილი.



