17 წელი გავიდა აგვისტოს საომარი მოქმედებებიდან. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე.
2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გურიიდან 9 სამხედრო პირი დაიღუპა: ოზურგეთიდან – თეიმურაზ ჭიტაძე, თამაზ ნიკიტინი, ზაურ თენიეშვილი, ლანჩხუთიდან – ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე და ვასილ სმირნოვი. ჩოხატაურიდან – მერაბ ახობაძე, ფილიპე მგალობლიშვილი, მურთაზ ირემაძე.
დიდება გმირებს! დიდება საქართველოს!

ემზარ წილოსანის შვილი _ მარიამი შინდისის გმირების მემორიალზე, 2018 წ.





