ლანჩხუთელი ჯამბულათ ხოფერიას, რომელიც რუსებთან ბრძოლას შეეწირა, დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს და _ თინი ხოფერია, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
„მე არ ვიცნობ ადამიანს, რომლის დაბადებაც შენს დაბადებაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ძმაო.
შენნაირი ბიჭის დაბდებაა სწორედ საზეიმო, დედამ ცოტა ხნით, მაგრამ მაგარი ბიჭი აჩუქა დედამიწას…
ასე რომ, მაგარი ბიჭის დღეა დღეს.
მარადიული სიცოცხლეც შეძელი, როგორც ამ წუთისოფელში, ასევე უფალთან მუდმივ სამყოფელში, გილოცავ, ყველაზე შეუპოვარო… დრო გავა ყველაფერი წაიშლება, ჩვენც წავიშლებით, მაგარამ თქვენ გმირები არასოდეს მიეცემით დავიწყებას.
დიდება ჯამბულათს და მისი თამადობით ყველა გამორჩეულ და განსაკუთრებულ ბიჭს, მილიონში ერთნი იბადებიან და მერე დედებს ეულად მარტოდ ტოვებენ… ყველა იმ ბიჭს, ვისაც ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდა, ერთადერთი სიცოცხლე გასწირეს სხვების დასაცავად.
დიდება გმირებს!“ _ წერს თინი ხოფერია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
გუშინ, ჯამბულათ ხოფერია 29 წლის გახდებოდა. იგი უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე იბრძოდა, დაბომბვისას ქიმური ნივთიერებით მოიწამლა და 2022 წლის 1-ელ დეკემბერს გარდაიცვალა. 29 წლით ადრე კი, ასევე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა მისი ბიძა, ჯამბულათ ხოფერია უფროსი. არჩილ ხოფერია, რომელიც უმცროსი ჯამბულათის მამა და უფროსის ძმაა, დღესაც უკრაინაში იბრძვის და ამბობს: „თვით ღმერთმა მიმავლინა ყველაზე დიდ ჯოჯოხეთთან საბრძოლველად…“





