ლანჩხუთელი ქომაგების წვლილი დიდია, „გურიამ“ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, თბილისის „დინამო“ თასიდან რომ გამოაგდო.
წაიკითხეთ სტატია: ფანტასტი(გ)ურია! მაგიორი 36 წლის მერე _ მესამელიგელმა „გურიამ“ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს უთხრა: მარცხი ელანძეა!
მთელი მატჩის მანძილზე, ერთი წუთითაც არ შეწყვეტილია გულშემატკივრობა. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, „ფირალების“ ტრიბუნა აქტიურობდა.
დიდი სტიმული მისცეს ფეხბურთელებს, რომლებმაც საუცხოო შეხვედრა ჩაატარეს და გულშეტკივარს მადლობა სენსაციით გადაუხადეს.
ცუდმა ამინდმა თავისი კვალი დაატყო ამ ლამაზ საღამოს: მაყურებელი იმაზე გაცილებით მეტი მოვიდა, რაც ტრიბუნაზე ჩანდა _ ნაწილმა მატჩს მანქანიდან მიადევნა თვალი.

„გურია თუდეის“ ფოტოკოლაჟი „ევგრაფ შევარდნაძის“ მიმდებარე ტერიტორიიდან
არ დავიზარეთ და დავითვალეთ: ადგილობრივი ქომაგი სტადიონზე მოვიდა 1 „ტაჩანკით“, 2 ავტობუსით, 12 მიკროავტობუსითა და არც მეტი, არც ნაკლები _ 511 მსუბუქი ავტომობილით!
რა თქმა უნდა, ბევრი ფეხითაც ეწვია „ევგრაფი შევარდნაძეს“.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამდენი სატრანსპორტო საშუალება ლანჩხუთის მთავარი არენის მიმდებარედ არასდროს ყოფილა! გასულის საუკუნის 80-იან წლებში, მანქანებს სტადიონთან არ უშვებდნენ, მერე კი…
მოკლედ, ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან და სტაფთან ერთად ალალ მადლობას იმსახურებენ ჩვენი „ფირალები“.
ლამაზი ზეიმის ბრწყინვალე აკორდი იყო ფეხბურთელებისა და ქომაგების მიერ ერთად შესრულებული „გურია!“-„გურია“. ლევან კაკუბავა გუნდს მოედანზე დიდებულად ხომ გაუძღვა და ნამატჩევს დასარტყამ ინსტუმენტსაც მშვენივრად „გაუშინაურდა“.
ნახეთ ვიდეო: “გურია” ზეიმობს – პირველი კადრები “დინამოსთან” მოგების შემდეგ
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც ჩვენს პატარა ქალაქში დიდი ფეხბურთი დააბრუნა _ მერაბ ჟორდანიას გარეშე ლანჩხუთს ეს დღე-სასწაული არ ექნებოდა!





