„როგორ მოეფერე გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე ჩემს ოჯახს, თურმე სიკვდილთან შესახვედრად მიდიოდი…“ _ ლანჩხუთს გია ორაგველიძე აღარ ჰყავს

|

Loading

გია ორაგველიძე

ლანჩხუთს გია ორაგველიძე აღარ ჰყავს _ გასული საუკუნის ბოლო ოცწლეულში პოპულარული ანსამბლის „გურიას“ წევრი, ღიმილიანი მისალმებითა და კეთილი გულით რომ ალამაზებდა ქალაქს.

მას გული აწუხებდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში აქტივობა ჰქონდა თევზაობაზე. ბატონი გია ნადირობისა და თევზაობის მოყვარული იყო.

მას თბილი სიტყვებით ემშვოდობებიან ახლობლები და მეგობრები.

„ჩემი ოჯახის უტყუარო მეზობელო, ნიჭიერო,უღალლატო, კეთილო,საიმედო! დასაყრდენი ადამიანი იყავი! არასოდეს თამაშობდი, შენ კაცურად იცხოვრე! კაცს, რომელსაც ყველა გიყვარდა და ყველას უყვარდი!როგორ მოეფერე გარდაცვალებამდეერთი საათით ადრე ჩემს ოჯახს,თურმე სიკვდილთან შესახვედრად მიდიოდი! ძალიან დამაკლდები, ჩემო ძმასავით საიმედო! არასოდეს დაგივიწყებს ჩემი ოჯახი.გაგიხსენებთ,როგორც სამაგალითო ადამიანს,ვინც კაცურად იცხოვრე და კაცურად გარდაიცვალე! გზა უფალმა დაგილოცა პირდაპირ სამოთხისკენ!!! მშვიდობით, ჩემო კარგო მეზობელო გია!“ _ წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ციცინო უგრეხელიძე.