პატარა შვილის გადასარჩენად წყალში გადახტა და თავი ქვაზე დაარტყა, ბავშვის ამოყვანა კი მოასწრო, მაგრამ… _ ტრაგედია გურიაში

|

Loading

ფოტოილუსტრაცია პირობითია

გურიაში დაიღუპა კაცი, რომელიც მდინარეში ჩავარდნილი პატარა შვილის გადარჩენას ცდილობდა. შემთხვევა ჩოხატაურში მოხდა.

ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს და ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალგაზრდა კაცი მდინარეზე სათევზაოდ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდა, რა დროსაც ბავშვს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.

“პატარა წყალში ჩავარდა, გადამხტარა მდინარეში, თავი ქვაზე დაურტყამს და გარდაიცვალა. ბავშვის ამოყვანა მოუსწრია. ისეთი ბიჭი იყო, უპატიოსნესი, იმდენს წვალობდა, შრომობდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული” – ამბობს გამოცემასთან ადგილობრივი.

მისივე თქმით, გარდაცვლილს მეუღლე და 5 შვილი დარჩა.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.