ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლა ,,ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების” ფარგლებში, დაუვიწყარ კონცერტებს მასპინძლობს!
პირველი დღის საკონცერტო პროგრამა მთლიანად ქართველი კომპოზიტორების უკვდავ ნაწარმოებებს დაეთმო. მსმენელის წინაშე ნამდვილი საშემსრულებლო ხელოვნების დღესასწაული შექმნეს გამორჩეულმა და ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა: ვალერიან შიუკაშვილმა, თამარ ლიჩელიმ, ლიზი რამიშვილმა, გიორგი ხაინდრავამ და გოჩა დათუსანმა. სცენაზე იყო უდიდესი ემოცია, უბადლო ვირტუოზულობა და სრული ჰარმონია. ეს იყო უმაღლესი დონის მუსიკალური საოცრება, რომელიც ლანჩხუთს დიდხანს ემახსოვრება!
მეორე დღესაც, საღამოს უბადლო შესრულება იხილა მსმენელმა _ მათ წინაშე საფორტეპიანო მუსიკის კონცერტით ლევ დავიდოვი წარსდგა. დღეს კი, ასევე ლამაზი საფორტეპიანო საღამო აჩუქეს ლანჩხუთელებს ბექა სიხარულიძემ და დათა ჩარბაძემ.

კარლ ჩერნის კონკურსის ლაურეატები _ ქ. ლანჩხუთისა (ზედა ათეული) და სუფსის (ქვედა ხუთეული) ნორჩი პიანისტები
რაც შეეხება კარლ ჩერნის კონკურსს, მასში, ტრადიციულად, წარმატებით მონაწილეობენ გურული ნორჩი პიანისტები.
I პრემია დაიმსახურეს ზურაბ მუჯირმა და ლუკა სარიშვილმა (ორივე ქ. ოზურგეთის სამუსიკო სკოლა).
II პრემია მიიღეს თამარ კურტანიძემ, მარიამ მურუსიძემ, ანდრია ჯაგურმა (სამივე ქ. ლანჩხუთის სამუსიკო სკოლა), თეკლა ჩუბინიძემ და ნიკოლოზ ჯიბლაძემ (ორივე სუფსის სამუსიკო სკოლა).
III პრემია გადაეცათ თომა და ბარბარე შველიძეებს, ნოდიკო ბერიძეს, მარი კალანდარიშვილს (ოთხივე ქ. ლანჩხუთის სამუსიკო სკოლა), ანა არიშვილს, ელენე კალანდაძესა და ეკატერინე ქარჩავას (სამივე სუფსის სამუსიკო სკოლა).
დიპლომები გადაეცათ ანამარია ვადაჭკორიას, ნანუკა მჟავიასა და ელისაბედ ივანიკოვს (სამივე ქ. ლანჩხუთი სამუსიკო სკოლა).
ხვალ შედგება პრემიერა ფილმისა _ „გზა ხელოვნებაში“, რომელიც საქართველოს სახალხო არტისტს, თამაზ ლაფერაშვილს ეძღვნება, 6 ივნისს კი, კონკურსი გალა-კონცერტით დაიხურება.





