მერილენდი, ალბანი, მაიამი… ლანჩხუთელმა მარიამ ზენაიშვილმა აშშ-ის 6 უნივერსიტეტიდან მაგისტრატურის სრული დაფინანება მიიღო

|

Loading

მარიამ ზენაიშვილი

ლანჩხუთელი მარიამ ზენაიშვილის წარმატების შესახებ წერს სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე.

„ჩვენს საამაყო ლანჩხუთელს, ოქროს გოგოს ვულოცავ ამ უდიდესს წარმატებას. ვერიკო (ურუშაძე _ რედ.) მასწ., გილოცავთ მარიამის წარმატებას. სრული დაფინანსებით ჩარიცხვა ამერიკის ექვს უნივერსიტეტში, დასაქმების შესაძლებლობით, სანუკვარი სავიზო დასტური – ეს არის შენი ბევრი წლის ოცნების შედეგი“ _ წერს ნინია და იმ სასწავლებლების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებისგანაც მარიამმა კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრატურის სრული დაფინანსების უფლება მოიპოვა:

University of Maryland, Pace University, University of Albany (CUNY) + International Dean’s Merit Award Scholarship, University of Delaware (PHD), Miami University + Teaching Assistant (TA) position.

„გურია თუდეი“ წარმატებებს უსურვებს მარიამ ზენაიშვილს.