მერაბი, ხვიჩა და ლანჩხუთელი ბიჭი… ჩემპიონმა მათე დარჩიას ავტოგრაფიანი ხელთათმანი აჩუქა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია| მერაბ დვალიშვილი, მათე დარჩია და ხვიჩა კავარცელია

ლანჩხუთელ მათე დარჩიას ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლმა, მოქმედმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა კრივის ხელთათმანი გადასცა თავისივე ავტოგრაფით.

ამის შესახებ გვიამბო მათეს ბაბუამ _ ომარ დარჩიამ და ფოტოებიც გადმოგვცა.

ლანჩხუთელი ილია დარჩიას ოჯახი წლებია, იტალიაში ცხოვრობს. მისი შვილი _ მათე კრივზე ვარჯიშობს. ისინი ნეაპოლში ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, როცა ჩვენი კაშკაშა ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ამ ქალაქის გუნდში თამაშობდა, თანამემამულის საქომაგოდ დარჩიები ხშირად სტუმრობდნენ სტადიონ „დიეგო მარადონას“. ნეაპოლელთა მთავარი ქალაქისა და არენის ხშირი სტუმარი იყო ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი მერაბ დვალიშვილიც.

ჰოდა, კვარას ქომაგები ქალაქში თამაშამდე გადაეყარნენ ერთმანეთს. მერაბმა რომ გაიგო, მათე კრივის სექციაზე დადის, ხელთათმანი უსახსოვრა თავისივე ავტოგრაფით.

მათეს ბაბუა გახარებულია მომხდარით და ეს არცაა გასაკვირია, ყველაფერთან ერთად იგი სპორტის დიდი ქომაგია. ერთი საინტერესო ისტორიაც გაიხსენა...

წაიკითხეთ აქ: რატომ ცხოვრობდა მიშა მესხი ლანჩხუთის პროფსასწავლებლის საერთო საცხოვრებელში და ვის შეასვა ლეგენდამ სკვინჩას სადღეგრძელო?