ლანჩხუთის მერი, ზედიზედ მესამედ, ალექსანდრე სარიშვილი გახდა – 25 საარჩევნო უბნის მონაცემებით, მას 88,56%-მა დაუჭირა მხარი

|

Loading

ალექსანდრე სარიშვილი 2017 წლიდან ლანჩხუთის მერია

ლანჩხუთის მუნიციალიტეტის მერი ისევ ალექსანდრე სარიშვილი იქნება. ასეთია ცესკოს წინასწარი მონაცემები. საარჩევნო კომისიამ უკვე ატვირთა 31-დან იმ 25 უბნის შედეგები, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. სწორედ ამ საარჩევნო უბნების მონაცემების მიხედვით, მოქმედმა მერმა 8784 ხმა მიიღო, რაც 88,56%-ია, ხოლო მის ერთადერთ კონკურენტ დავით ჩხაიძეს („გახარია საქართველოსთვის“) 1135-მა (11,46%) თანაქალაქელმა დაუჭირა მხარი.

დანარჩენ 6 უბანზე არჩევნები ძველი წესით ჩატარდა და მისი შედეგები მოგვიანებით აიტვირთება ცესკოს პორტალზე. თუმცა იგი გავლენას საბოლოო შედეგზე ვერ მოახდენს და გადაწყვეტილია, რომ მეროს არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

ცნობისთვის: ალექსანდრე სარიშვილი 2017 წლიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია, მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა 2017 და 2021 წლებშიც.