გრიგოლეთის გზის დარჩენილი მონაკვეთის გახსნა გადაიდო, რადგან ხიდი თავიდან გასაკეთებელია _ როდის დასრულებს ჩინური კომპანია მშენებლობას, რომელიც 2024 წელს უნდა ჩაებარებინა?

|

Loading

გრიგოლეთის გზის დარჩენილი მონაკვეთის გახსნა გადაიდო

„გრიგოლეთის გზის დარჩენილი მონაკვეთი დაგვიანებით გაიხსნება, კონტრაქტორს ხარვეზები დაუდგინდა, რის გამოც მას ერთ-ერთი ხიდის დემონტაჟი და თავიდან აგება დაევალა“ _ ამის შესახებ „პირველ არხთან“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ისაუბრა

„ხარისხთან მიმართებით კომპრომისი არ იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, კომპანია ადგილობრივი იქნება თუ საერთაშორისო, მაგისტრალის მშენებლობა იქნება თუ საბავშვო ბაღის, მიდგომა ყველასთან ერთნაირი იქნება. ჩვენ აღმოვაჩინეთ გარკვეული ხარვეზები კონკრეტულ ნაგებობასთან დაკავშირებით და კონტრაქტორი დავავალდებულეთ, რომ მოეხდინა რეაგირება. […] ჩვენთვის მთავარი ამოცანაა პროექტების დროულად განხორციელება, თუმცა სისწრაფე ვერ იქნება ხარისხის ხარჯზე. ეს არის პრინციპული საკითხი“ _ აღნიშნა მინისტრმა.

ცნობილია, რომ გზის ამ მონაკვეთზე 2022 წლის სექტემბრიდან ჩინური სახელმწიფო კორპორაცია Hunan Road & Bridge Construction Group მუშაობს. პროექტის განსახორციელებლად ის ბიუჯეტიდან 324.6 მილიონ ლარს იღებს. ხელშეკრულების გაფორმების დროს გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას სამუშაოები 2 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა გზის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი 2025 დეკემბერში გაიხსნა, დარჩენილი 6 კილომეტრის გახსნა კი 2026 წლის მიმდინარე წლის აპრილში იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც ირკვევა, გაურკვეველი დროით გადაიდო.

ასევე წაიკითხეთ: ლანჩხუთში ავტობანის 8 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა: „ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნიშნავს ნაკლებ ხმაურს და მეტ უსაფრთხოებას“… როდის დასრულდება სამტრედია-სუფსის მაგისტრალი?