გურიაში წელს, 6 თვეში 277 ოჯახი შეიქმნა. უფრო ნაკლები დაქორწინების შემთხვევა მხოლოდ მცხეთა-მთაინეთსა (89) და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (201) დაფიქსირდა.
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში სულ 9 925 ოჯახი შეიმნა. თუმცა ძალიან დიდია განქორწინების შემთხვევების რაოდენობა _ 6 456.
ყველაზე მეტი ოჯახი, რა თქმა უნდა, თბილისში შეიქმნა (2 880), დედაქალაქი „ლიდერობს“ განქორწინებულთა რაოდენობითაც (2 157). დაოქრწინებულ/განქორწინებულთა ბალანსით სამგრელოსა და ზემო სვანეთშია ყველაზე ცუდი მდგომარეობა _ ახალშექმნილი ოჯახების რაოდებობა მხოლოდ 1,3-ჯერ აღემატება განქორწინებულთა რიცხვს. თითქმის იგივე ვითარებაა ქვეყნის მთავარ ქალაქში, სადაც ეს ციფრი 1,33-ია.
ყველაზე კარგი მაჩვენებელი ამ მხრივ სამცხე-ჯავახეთს აქვს, სადაც 3-ჯერ მეტი ახალი ოჯახი შეიქმნა, ვიდრე განქორწინდა. ეს შეფარდება გურიაში 1,61-ს უდრის და უკეთესია მხოლოდ ზემონახსენებ თბილისზე, იმერეთზე (1,43), კახეთზე (1,53) და შიდა ქართლზე (1,58).
საქართველოში ყველაზე მეტი ქორწინება ივნისში დაფიქსირდა (1 978), ყველაზე ცოტა _ მარტში (1 438), განქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევა ასევე ივნისში იყო (1 184), ხოლო ყველაზე ნაკლებად განსაქორწინებლად ქართველებმა იანვარში „მიიცალეს“ (931).
რეგიონების მიხედვით სრული მაჩვენებლები ასეთია (პირველად წერია ქორწინების, ხოლო მეორედ განწორინების შემთხვევების რაოდენობა):
საქართველო – 9 925 / 6 456, თბილისი – 2 880 / 2 157, აჭარა – 1 047 / 549, გურია – 277 / 172, იმერეთი – 1 501 / 1 048, კახეთი – 703 / 458, მცხეთა-მთიანეთი – 201 / 109, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 89 / 56, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 916 / 706, სამცხე-ჯავახეთი – 443 / 143, ქვემო ქართლი – 1 238 / 678, შიდა ქართლი – 630 / 380.
თვეების მიხედვით სრული მაჩვნებლები ასეთია (პირველად წერია ქორწინების, ხოლო მეორედ განწორინების შემთხვევების რაოდენობა):
იანვარი – 1584 / 931, თებერვალი 1 688 / 1 069, მარტი – 1 438 / 1 055, აპრილი – 1 747 / 1 052, მაისი – 1 510 / 1 165, ივნისი – 1 978 / 1 184


