“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ? რატო? რატო უნდა მებრძოლონ? ბულკივით კაცი ვარ!“ _ ვასილ ჩიგოგიძე

|

Loading

ვასილ ჩიგოგიძე

“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ? რატო? რატო უნდა მებრძოლონ? ბულკივით კაცი ვარ!“ _  ასეთი პასუხი გასცა „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატმა, ვასილ ჩიგოგიძემ “ნოდარ მელაძის შაბათის” ჟურნალისტის კითხვაზე – არის თუ არა დაპირისპირება “ოცნების” ძველ და ახალ დაჯგუფებებს შორის, ებრძვიან თუ არა მას “ქართული ოცნების” მთავრობის ახალი წევრები და ამის გამო ხომ არ დააკავეს ჩოხატაურის ყოფილი გამგებელი გია ცინცაძე.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოზურგეთის რესტორანში, სადაც ჩოხატაურის საკრებულოს აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ დავით შარაშიძემ ორ თანმხლებ პირებთან ერთად პოლიციის თანამშრომელი გოგა ჯინჭარაძე სცემა, ნათლობის სუფრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტარი ვასილ ჩიგოგიძე და ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა, რომელიც ნაცემი პოლიციელის ნათესავია.

ერთ-ერთი ვერსიით, ეს იყო ჩოხატაურის ყოფილი და მაშინ მოქმედი თავმჯდომარეების შიგა კონფლიქტი, ასევე ითქვა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაშიც ორივე მხარეს ჰყავს ლობისტი და ისიც, რომ „ზემოთ გადანაწილებები“ შეიცვალა. ასევე გავრცელებული ვერსიით, პოლიციელმა ე.წ. „ძველი ბიჭების“ სადღეგრძელო არ შესვა, თუმცა გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ კონფლიქტი არა უშუალოდ სუფრაზე, არამედ რესტორნის აივანზე მოხდა.

აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ მეორე დილით დააკავა დავით შარაშიძე, რომელსაც ოზურგეთის სასამართლომ 30 ათასიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა და ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ციხეში გაუშვა. ასევე წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს მასთან მყოფ ორ პირს, რომლებიც მიმალვაში იყვნენ. ერთ-ერთი არსებული ინფორმაციით, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ შვილია.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი ძებნის ფარგლებში პოლიციამ გაჩხრიკა მოქმედი ვიცე-მერის ბიძინა ცინცაძის სახლი და როგორც ამბობენ, „40 წლის დაჟანგებული“ იარაღის გამო მისი მამა, ჩოხატაურის ექს-გამგებელი _ გია ცინცაძე დააკავა. მასაც წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

რას ჩივი?