შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის“ ახალი ოფისის გახსნას გურიის გუბერნატორი გიორგი ღუჭუმელიძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი ვალერი წულაძე დაესწრნენ.
ახალ სივრცეში მოწყობილია ადმინისტრაციის ოფისი, ავტობუსების სადგომი და სამრეცხაო ზონა. აქვე განთავსება მერიის ბალანსზე რიცხული ნაგავმზიდები და სპეცტექნიკა.


ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის ოფისი და ავტოსადგომი | გელა პატარაიას ფოტოები
„ახალი ადმინისტრაციული სივრცე სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. მოწყობილია ავტობუსების სადგომი და სამრეცხაო ზონა, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. შექმნილი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო, სტაბილურ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას“ _ აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის: 2024 წლიდან Isuzu-ს მარკის ავტობუსები მოძრაობენ ქალაქ ლანჩხუთიდან სოფლების – მამათის, წყალწმინდის, ჩოჩხათის, ეწრისა და ჯაპანის მიმართულებით.


