ლანჩხუთის სოფელ შუხუთში ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა

|

Loading

ლანჩხუთის სოფელ შუხუთში ავტოავარია მოხდა, რასაც, სამწუხაროდ მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი.  გავრცელებული ინფორმაციით, ის ძაღლმა შეაშინა და ავტომობილი გზაზე გადასვლისას შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ბიჭს პირველი დახმარება ადგილობრივებმა და მძღოლმა აღმოუჩინეს, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გზაში გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ მოხდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ინფორმაციას დღეს ვაქვეყნებთ.

”გურია თუდეი” გამოთქვამს გულისტკივილს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

რას ჩივი?