ლანჩხუთის საკათედრო ტაძრის საძირკველი შემოქმედელმა მიტროპოლიტმა აკურთხა, მშენებლობას ბიზნესმენი სოსო ჩხაიძე აფინანსებს

|

Loading

მეუფე იოსებმა ტაძრის საძირკველი აკურთხა

ლანჩხუთის საკათედრო ტაძრის მშენებლობას ბიზნესმენი სოსო (სოლომონ) ჩხაიძე აფინანსებს. ამის შესახებ აღნიშნულია მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველი შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აკურთხა. საძირკვლის კურთხევის ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, გურიის დელეგატი საქართველოს პარლამენში ვასილ ჩიგოგიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ. ტაძარს სოფელ აცანის მკვიდრი სოსო (სოლომონ) ჩხაიძე საკუთარი სახსრებით აშენებს“ _ აღნიშნულია ლანჩხუთის მერიის ფეისბუქ-გვერდზე.

ფოტოკოლაჟი | წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის საძირკვლის კურთხევა

ცნობისთვის: რამდენიმე თვის წინ, „გურია თუდეიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში საკათედრო ტაძრის აშენება გადაწყდა და მას ბიზნესმენი სოსო ჩხაიძე დააფინანსებდა.

რას ჩივი?