როცა კენჭისყრის შედეგები გახდა ცნობილი, იმთავითვე ცხადი იყო, რომ უკრაინულ „ვორსკლასთან“ გურულებს ძალიან გაუჭირდებოდათ. კენჭისყრამ „ლანჩხუთს“ უძლიერესი მეტოქე არგუნა, რომელმაც 3 წლის წინ 5:0 დაამარცხა საქართველოს ჩემპიონები.
მაშინ იანა კალინინამ და როკსოლანა კრავჩუკმა თითო გოლი გაიტანეს, ამჯერად მათ ჯამში 4 გოლი და ერთით ნაკლები საგოლე გადაცემა მიითვალეს. თითო ასეთი ვიქტორია რადიონოვამაც შეძლო და, ფაქტობრივად, ამ სამმა ქალმა მოახერხა 2022 წლის შედეგის განმეორება.
რა თქმა უნდა, „ლანჩხუთი“ ცდილობდა მრისხანე მეტოქის შეტევების განეიტრალებას, მაგრამ ეს მეტნაკლებად პირველ ტაიმში გამოუვიდა, რომელიც უკრაინელებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს. გარდამტეხი მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთი გახდა, როცა „ვორსკლამ“ სამ წუთში 2 გოლი გაიტანა…
ახლა „ლანჩხუთი“ ლიეტუვას ჩემპიონ „გინტრასა“ და რუმინეთის საუკეთესო კლუბ „ფარულ კონსტანტას“ შორის შეხვედრას დაელოდება, რომელიც იმავე სტადიონზე საღამოს 7-ზე დაიწყება.
სავარაუდოდ, „ციცები“ ტრიბუნაზე იქნებიან და მომავალ მეტოქეს საქმეში ნახავენ _ „ლანჩხუთი“ დამარცხებულს 30 აგვისტოს შეხვდება და თუ მოუგებს, ევროსარბიელზე დარჩება _ უეფას თასის გათამაშებაში გადაინაცვლებს და მასში მეორე საკმალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.
27.08.2025 | შიაულიაი, ცენტრალური სტადიონი | ვოსრკლა 5:0 ლანჩხუთი
1:0, 2:0. 4:0 კალინინა (28, 52, 86), 2:0 რადიონოვა (55), 5:0 კრავჩუკი (71)
ლანჩხუთი: გაბუნია, ჩხარტიშვილი, მურილო, რასელი, წულაია, ორტისი (46. გუჯაბიძე), კამარგო (75. ჯანიკაშვილი), სმიტი (63. ბოლქვაძე), წიქარიძე, მატვეევა (84. დიმოპულუ), სულაშვილი (75. ონიევუენი).





