„ვახ, მამუ, როგორ ჩამწყვიტე გული…“ _ გურიაში ტრაგედია დატრიალდა: რამდენიმე დღის წინ ხარაჩოდან გადმოვარდა და სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

|

Loading

მამუკა დოლიძე

გურიაში ტრაგედია დატრიალდა _ მამუკა დოლიძე, რომელიც ქუთაისში, ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე იყო დასაქმებული, რამდენიმე დღის წინ ხარაჩოდან გადმოვარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს, მამუკა უბედური შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ის უკვე ჩამოასვენეს მის მშობლიურ სოფელ ამაღლებაში.

ამის შესახებ „გურია ნიუსი“ წერს. გამოცემა ახლობლების სიტყვებსაც ავრცელებს:

„კეთილი, განათლებული, ზეადამიანი, ოქროს კაცი… ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა, როცა ასეთ ადამიანს ვემშვიდობებით… მისი სიკეთე, ადამიანობა და ღირსება ბევრისთვის დარჩება მაგალითად. კაცი, რომელსაც ყველა უყვარდა და რომელიც ყველას უყვარდა. ვახ, მამუ, როგორ ჩამწყვიტე გული… ნათელში განისვენე” _ წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს მამუკა დოლიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს.

რას ჩივი?