ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში სახალხო დღესასწაული „აკეთიბა-2025“ გაიმართა. ღონისძიებას უმასპინძლა კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცის ეზომ, სადაც სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობები გამართეს. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და თემატური გამოფენა.
„აკეთის თემში ტრადიციული დღესასწაული – „აკეთობა 2025“ განსაკუთრებულად და თბილ ატმოსფეროში აღინიშნა. ღონისძიება ჩატარდა აკეთის კულტურულ-მემკვიდრეობით სივრცეში, რაც დღესასწაულს კიდევ უფრო განსაკუთრებულ იერსა და სიმბოლურ მნიშვნელობას აძლევდა. ღონისძიება ორგანიზებული იყო აკეთის თემში მოქმედი სკოლების ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით. დღესასწაულმა საინტერესოდ გააერთიანა თემის კულტურა, ისტორია და თანამედროვეობა. „აკეთობა 2025“ კიდევ ერთხელ გახდა ერთიანობის, მეგობრობისა და თემის ღირებულებების გაძლიერების მაგალითი. მადლობა ყველა მონაწილეს, ორგანიზატორს და მხარდამჭერს, ვინც ღონისძიებას სითბო და ენერგია შემატა. ერთად გაუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციებს და გავაგრძელოთ მათი შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის!“ _ აღნიშნულია აკეთის კულტურის მემკვიდრეობის სივრცის ფეისბუქ-გვერდზე.

ფოტოები სოფლის დღესასწაულიდან
„აკეთობა-2025“-ს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მოადგილე თორნიკე ტიკაძესა და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად დაესწრო.
ცნობისთვის: სოფელ აკეთში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ ფარგლებში, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გასულ წელს მოეწყო.


