მაისურებზე ბეჭდვა‎ * გაზეთის გამოწერა‎ * ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ა, კიდო... *‎‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎ ‎

გურული კერძების მასტერკლასი და ნავებით დაშვება მდინარე სუფსაზე _ ლანჩხუთი თევზის ფესტივალს მეორედ უმასპინძლებს

თევზის ფესტივალი სუფსაში, 2022 წ.

10 სექტემბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი სუფსა თევზის ფესტივალს მეორედ უმასპინძლებს.

17:00 საათიდან, სტუმარს საშუალება ექნება:

_ იასპარეზოს თევზჭერის ტურნირში და მიიღოს პრიზი;

_ გაეცნოს ადგილობრივი ნაწარმს და შეიძინოს ხელოვნების ნიმუშები;

_ დააგემოვნოს გრილზე შემწვარი ადგილობრივი თევზი ღვინოსთან ერთად;

_ მონაწილეობა მიიღოს გურული კერძების მომზადების პროცესში, სადაც მთავარი პროდუქტი არის თევზი;

_ ნავებით დაეშვას მდინარე სუფსაზე და ისიამოვნოს ლამაზი ხედებით;

_ ბავშვებისთვის იქნება სიურპრიზები და საჩუქრები;

_ ფესტივალის მიმდინარეობისას იქნება ფონური მუსიკა. ასევე, კონცერტი OPENDRIVE და DJ DATOKIMO.

თევზის ფესტივალი იმართება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით და ორგანიზებით.

შეგახსენებთ, რომ სუფსაში თევზის ფესტივალი პირველად 2022 წელს გაიმართა. იდეის ავტორია ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, მხარდამჭერი _ სუფსის მაჟორიტარი ია მოქია.

ფარცაკი ამბები

კომენტარები