გურიის პოლიციის თანამშრომლებმა, 35 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს _ შსს ინფორმაციას ავრცელებს

|

Loading

გუშინ გურიაში მოკლული ზურა რაზმაძე

გუშინ, მკვლე­ლო­ბა მოხ­და წუ­ხელ ჩო­ხა­ტა­ურ­ში, სო­ფელ კოხ­ნარ­ში. 35 წლის ზურა რაზ­მა­ძეს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ამ გუ­შინ­ვე და­ა­კა­ვა.

“გურიის პოლიციის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კოხ­ნარ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ერთი პირი დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს” – ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი მედიას უყ­ვე­ბი­ან, რომ ზურა რაზ­მა­ძე უკონ­ფლიქ­ტო ადა­მი­ა­ნი იყო. მკვლე­ლო­ბის მო­ტივ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ.

“შოკ­ში ვართ მომ­ხდა­რით, წუ­ხე­ლის ბა­თუმ­ში იყო ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­დაყ­ვა­ნი­ლი. დღეს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ სახ­ლში. ერთი სა­წყა­ლი ობ­ლად გაზ­რდი­ლი ბიჭი იყო. მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა. სხვა ამ ეტაპ­ზე არა­ფე­რი ვი­ცით” – ახ­ლობ­ლე­ბის პოზიციას „ამბები.გე“ ავრცელებს.