ლანჩხუთელ ახალგაზრდას, ლაშა მათითაიშვილს დახმარება ესაჭიროება. ექიმების ინფორმაციით, არსებობს ფეხის ამპუტაციის საფრთხე და დროის დაკარგვა არ შეიძლება.
ოპერაციის ჩასატარებლად საჭიროა 70 000 ლარი, რომლის მობილიზებაც ოჯახისთვის დამოუკიდებლად შეუძლებელია.
მეგობრებო, ლანჩხუთელებო, გურიის გულშემატკივრებო და ყველა კეთილო ადამიანო, ახლა თითოეულ ლარს და თითოეულ გაზიარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთად დავუდგეთ გვერდში ახალგაზრდა ბიჭს ამ უმძიმეს ბრძოლაში.
გუშინ, ლანჩხუთში მომხდარი მძიმე ავარიის შემდეგ დაშვებულ 28 წლის ლაშა მათითაშვილს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.
თუ გაქვთ შესაძლებლობა, დაეხმარეთ ფინანსურად. თუ ვერ ახერხებთ, გააზიარეთ ეს პოსტი, რათა ინფორმაცია რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიდეს.
ანგარიშის ნომერი საქართველოს ბანკი
GE06BG0000000611223019GEL მიმღები: ირმა კლდიაშვილი (დედა)
ერთმა გაზიარებამ და ერთმა დახმარებამ შეიძლება ლაშას მომავალი გადაარჩინოს.
გთხოვთ, გავერთიანდეთ ლაშას დასახმარებლად!
განცხადებას სოციალურ ქსელში ლაშას ახლობლები ავრცელებენ.





