„აქ ამ დღეს გურია-სამეგრელოდან დიდძალი ხალხი იყრის თავს“ _ მიმინოების ბაზრობა და ჯირითი ლანჩხუთში 1891 წელს: შეხედეთ, რა ჯირითობა გავაჩაღეთო…

|

Loading

ოზურგეთელი ბაზიერი იორამ ლომთათიძე, 1957 წ. | ნ. სობოლევას ფოტო (AI)

ლანჩხუთში იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს (11 სექტემბერი, ძვ. სტილით 29 აგვისტო) მიმინოებით ვაჭრობა და ჯირითი იმართებოდა, ამ დღეს გურიიდან და სამეგელოდან ლანჩხუთში დიდძალი ხალხი იკრიბებოდა.

დაბა ლანჩხუთის მახლობლად იოანე ნათლის მცემლის ეკკლესიაზედ თავის კვეთას დღესასწაულობენ. აქ ამ დღეს გურია-სამეგრელოდან დიდძალი ხალხი იყრის თავს. წელსაც მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით ავდარი იყო, ბევრი ხალხი შეიკრიბა და ხალხზე მეტი კიდევ მიმინოები იყო გასასყიდად მიყვანილი. წირვა ლოცვას აბა ვინ დაგიდევდა, ყველა მიმინოს სინჯვასა და ვაჭრობაში იყო გართული“ _ წერდა გაზეთი „ივერია“ 1891 წლის 4 სექტემბრის ნომერში.

ოზურგეთელი ბაზიერი იორამ ლომთათიძე, 1957 წ. | ნ. სობოლევას ფოტოები (AI)

ავტორი სამსონ ფირცხალავა ასევე აღნიშნავდა:

„წირვის შემდეგ შესხდნენ ჩვენი რაინდები ცხენზედ, გააჭენ-გამოჭენეს ცხენები, ერთმანეთს ჩხირები ესროლეს და იძახოდნენ: “ერთი შეხედეთ რა ჯირითობა გავაჩაღეთო”. “კარგი თქვენ მოგივათო” უპასუხებდნენ მხცოვანნი კაცები, რომელთაც კარგად იცოდნენ, რაც იყო ძველ დროში ჯირითი და როგორი თამაშობა და სიმარჯვეც უნდოდა“.

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა