„არაფერი არ შემიძლია გარდა ერთისა, ჩემს გამო შენ არავინ შეგაგინებს…“ _ ლანჩხუთში ვაჭრობის დარგის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ზურაბ ასკურავა 80 წლის გახდებოდა!

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | კახა ასკურავა, ზურაბ ასკურავა შვილებთან ერთად

„ყოველთვის გაუნელებელი სევდით და  ტკივილით ვიგონებ,რომელიც,რა თქმა უნდა,არასად წასულა და უფრო მეტიც, რაც დრო გადის, კიდევ უფრო მატულობს, მაგრამ რადგან დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა, გადავწყვიტე, უფრო მივულოცო, ვიდრე მოვიგონო. სურათიც შესაბამისი შევარჩიე, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყველაზე ტკბილ მოგონებებს უკავშირდება“ _ წერს სოციალურ ქსელში კახა ასკურავა, ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი.

მისი მამა _ ზურაბ ასკურავა, ლანჩხუთში ვაჭრობის სფეროს ღვაწმოსილი და საპატივცემულო მუშაკი გახლდათ.

„გილოცავ, მამა! ძალიან მაგარო კაცო და ადამიანო! ერთი კაციც არ შემხვედრია, რომელსაც გული ატკინე, სხვაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი… როგორ მოახერხე ასე ღირსეულად და უწყინრად გევლო 72 წელი?! მიუხდავად იმისა,  რომ შენი განვლილი ცხოვრებს გზა არ იყო ია-ვარდებით მოფენილი… როცა გონებაში ჩავვარდი და მივხვდი, რომ შენი წყალობით უზრუნველი ცხოვრება მქონდა, ყოველთვის ცდილობდი, თავმდაბლობა გესწავლებია ჩვენთვის,რომ არასოდეს ადამიანს ისე არ მოექცე,როგორც შენ არ გინდა მოგექცნენ და ეს მე ცხოვრების ბოლომდე გამყვება და მადლობა შენ ამისთვის, რადგან კაცმა არ იცის, ცხოვრება ვის რას უმზადებს და როცა ბოლო ჟამი დადგება, უკან მოხედვის არც შეგეშინდეს და არც შეგრცხვეს. გაუთავებლად შემიძლია ვწერო შენზე, მაინც ვერ ამოვწურავ და უბრალოდ მადლობას გეუბნები კიდევ ერთხელ და კიდევ ათასჯერ ყველაფრისთვის! არაფერი არ შემიძლია გარდა ერთისა, ჩემს გამო შენ არავინ შეგაგინებს…“ _ წერს კახა ასკურავა სოციალურ ქსელში.

რას ჩივი?