„გურია“ ლანჩხუთში დიდებულად დაბრუნდა! 5:0 _ ის ანგარიშია, რამაც გურულ გულშემატკივარს იმედი მისცა, რომ რამდენიმემატჩიანი წაფორხილება შემთხვევითობა იყო.
მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო _ გუნდებმა პატივი „გურიას“ ლეგენდის, ბეგი სიხარულიძის ხსოვნას მიაგეს.
ასევე წაიკითხეთ: ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან? გურული ჭაბუკები ბეგი სიხარულიძის სახელობის თასს დაეუფლენ _ გვიმბალაურმა ოთხთა ტურნირს უმასპინძლა
პირველად მოხდა, გასული სეზონის მთავარმა მეგოლეებმა _ თემურ შარაშენიძემ და ვანო შარვაძემ სასტარტოდან დაიწყეს. მალე გუნდს წინა წლის კიდევ ერთი მთავარი მოქმედი პირი ვანო წილოსანიც შეუერთდება და წესით, გატანის პრობლემა აღარ უნდა იყოს.
ასევე, ტრავმის შემდეგ, დაბრუნდა ლუკა ჩაგანავა, რომელიც გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალაა. სამწუხაროდ, ჯერ უცნობია, რამდენი გაუცდება ლევან ჟორდანიას…
წინა ტურში, შარვაძემ შემოსვლიდან 15 წუთში გაიტანა. ამ მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი კი შარაშენიძეა _ მან ჯერ, რომ ცოტნე ჩოთალიშვილს, რომ იტყვიან, თავზე დაასვა ბურთი, შემდეგ კი დათა სიჭინავას დიდებულ გოლშიც მიიღო მონაწილეობა _ მისი მოწოდებული კუთხური მოიგერიეს სტუმრებმა, რომელიც საჯარიმოს მისადგომებიდან „გურიას“ ათიანმა, ერთი შეხებით, მეტოქის კარის „ცხრიანში“ „ჩააჭედა“.

„გურიამ“, ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, მესამე ადგილზეა
მეორე ტაიმში „შარაშამ“ თავადაც გაიტანა, როცა სიჭინავამ დიდებული პასი მისცა. იქამდე კი, ამ უკანასკნელმა კიდევ ერთ გოლში მიიღო მონაწილეობა, როცა კუთხური მოაწოდა და თორნიკე კაპანაძემ თავით დაუგდო ჩოთალიშვილს, ვინაც ქუსლით დუბლი შეასრულა.
თავისი „ელვამაც“ გაიტანა _ ნოდარ იაშვილის ჩინებულ ჩაოწდებას ზესტაფონელთა კარში თავური დარტმით მიუჩინა ადგილი…
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დუბლის ავტორი დასახელდა _ ცოტნე ჩოთალიშვილს ლეო ჟორდანიას ფონდის მიერ დაწესებული ჯილდო გადაეცა.
ლანჩხუთში „გურია“ და ფეხბურთი დაბრუნდა: წინადღეს ციცებმაც 5:0 მოიგეს…
მორიგ შეხვედრას, გურულები პირველ ადგილზე მყოფ „თბილისი 2025“-თან 3 მაისს, მარნეულში გამართავენ, ლანჩხუთში კი, 7 მაისს ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლებენ.
29.04.2026 | ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“ | გურია 5:0 მარგვეთი 2026
1:0, 3,0 ჩოთალიშვილი (23′, 60′), 2:0 სიჭინავა (27′), 4:0 შარაშენიძე (68′), 5:0 კაპანაძე (74′)
გურია: ისიანი, მელიავა, იაშვილი, კაკუბავა (46′ კოკაია), ნოზაძე, მაისაშვილი (75′ კიკალიშვილი), სიჭინავა, შარვაძე (46′ ჩაგანავა), ჩოთალიშვილი, შარაშენიძე (75′ ოქროპირიძე), ქოქოსაძე (46′ კაპანაძე)




