სულაშვილის ჰეთ თრიკი, დანელიას დუბლი და ბუხრიკიძის კინკილა _ ციცებმა ბათუმში აჭარული იცეკვეს

|

Loading

ეთერ სულაშვილმა ჰეთ თრიკი შეასრულა

„ლანჩხუთი“ ბათუმს ესტუმრა და ადგილობრივი გუნდი 6:0 დაამარცხა. არადა, აჭარული გუნდი მყარადაა მესამე ადგილზე და ერთადერთია, რომელიც ჩემპიონობისთვის მებრძოლებს წინააღმდეგობას უწევს.

პრინციპში, „ბათუმს“ ეს მხოლოდ „ნიკე-ლუსოსთან“ გამოუვიდა _ ორივე თამაში მხოლოდ 0:2 წააგო და აქედან, ერთ შემთხვევაში, ამაში მსაჯებს ადანაშაულებენ.

გურული კლუბის წინააღმდეგ კი, არაფერი გამოსდის. გვიმბალაურში 0:4 წააგო, დღეს ბათუმში, 2-ით მეტი გაუშვა, გოლის გატანა კი ისევ ვერ შეძლო.

ჰეთ თრიკი შეასრულა ეთერ სულაშვილმა, რომელიც ტრავმის შემდეგ, ფორმაში შედის და უკვე 8 გოლი დააგროვა. თავის მონაგარს 2 დაუმატა ლიგის ბომბარდირმა, ნათია დანელიამ.

ერთი გოლი ნინო ბუხრიკიძემ გაიტანა, რომელმაც სხვათა შორის, თავი ეროვნული ნაკრების ბოლო შეხვედრაშიც გამოიჩინა.

„ლანჩხუთმა“ ზედიზედ მე-13 თამაში მოიგო

ახლახან, გურულთა შემტევი გასული წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ბუხრიკიძე წინა სეზონში „ნიკე-ლუსოს“ წევრი იყო და მის გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ლამაზი გოლები გაიტანეს სტუმრებმა. განსაკუთრებით _ დანელიამ, თუმცა მთავარ მეგოლეს შანსი მეტი ჰქონდა, მათ შორის უფრო თვალსასეირო გოლების ავტორი გამხდარიყო.

ლიზი მწყერაშვილის ჩაწოდებულ კუთხურს ორი გოლი მოჰყვა, პირველი წყვილი გოლი კი _ მასპინძლების უხეშ შეცდომას.

ბოლოს კი, დანელიას თავად რომ შეეძლო გატანა, ჰეთ თრიკი თანაგუნდელს შეასრულებინა…

აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა რიგებში 4 ისეთი მოთამაშე ირიცხება, რომლებსაც „ლანჩხუთში“ აქვს ნათამაშები. ესენია მეკარე ლანა მჟავია, რომელიც თადარიგში გახლდათ, ხოლო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშეს _ ნათია წოწერიამ, მარიამ კაპანაძემ და ხატია ჭყონიამ.

ეს უკანასკნელი „ლანჩხუთის“ ყველა დროის, ალბათ, საუკეთესო მოთამაშედ ითვლება…

13.06.2026 | ბათუმი, ლეონიძის საფეხბურთო ცენტრი | ბათუმი 0:6 ლანჩხუთი

0:1, 0:4 დანელია (17′, 77′), 0:2, 0:4, 0:5 სულაშვილი (25′, 88′, 90′), 0:3 ბუხრიკიძე (67′)

ლანჩხუთი: გაბელაია, გუჯაბიძე (46′ პერეირა), მურილო (75′ მატვეევა), ჩხარტიშვილი, ნარსია, რასელი, დანელია, პასიკაშვილი, ბუხრიკიძე, მწყერაშვილი, სულაშვილი