„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, შიო III-ის წინაპართა საფლავი მდებარეობს ბოხვაურიში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ _ წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე და პატრიარქის წინაპართა საფლავის ფოტოებს აქვეყნებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი, რომლის საეკლესიო ცხოვრება მშობლიურ ოზურგეთში დაიწყო.
საქართველოს 142 პატრიარქის წარმომავლობაზე ისაუბრა შემოქმედის ეპარქიის პრეს-სპიკერმა, დეკანოზმა ბასილ გოგოტიშვილმა ”გურიაTV”-ის გადაცემაში ”სივრცე დიალოგისთვის“ სტუმრობისას:
„პატრიარქი არის წარმოშობით გურიიდან, მისი წინაპრები, დიდი ბაბუა და ბებია არიან დაკრძალულნი სოფელ ბოხვაურის სასაფლაოზე. იქ არის სახლი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ახლა სხვა გვარი ცხოვრობს ამ სახლში. მუჯირების გვარი, ზოგადად, არის გურიიდან, მაგრამ სოფელ ბოხვაურიდან არიან უშუალოდ პატრიარქის წინაპრები“ – აღნიშნა დეკანოზმა.





