ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მთავარი მაგისტრალის ჩიბათის მონაკვეთზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. აღნიშნულის ამსახველ ვიდეომასალას ფეისბუქ-ჯგუფი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
მასში ჩანს დაშავებული ავტომობილები და ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახურის მანქანა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული 5 პირი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის კლინიკებში გადაიყვანეს.




