„ლანჩხუთმა“ ზედიზედ მეექვსე, სეზონში კი _მე-7 შეხვედრა მოიგო და ყველა დიდი ანგარიშით… ყველაში გაიტანა კამარგომ!

|

Loading

„ლანჩხუთმა“ ისევ დიდი ანგარიშით მოიგო

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა „ვერეს უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა.

ისევ გაიტანეს ლია სიჭინავამ და ნათია დანელიამ, გაბრიელა კამარგომ კი სულაც სეზონში მეოთხე დუბლი შეასრულა. მეხუთე გოლი ლიზი მწყერაშვილის ანგარიშზეა.

საინტერესოა, რომ კოლუმბიელმა შვიდივე მოგებულ შეხვედრაში გაიტანა.

ეს გიორგი ჩხაიძის გუნდის ზედიზედ მე-6 და სეზონში მე-7 მოგებაა, თანაც ყველა დიდი ანგარიშით. ბოლო სამი შეხვედრა ციცებმა 4:0 მოიგეს, დღეს კი ეს შედეგიც გააუმჯობესეს.

გურულებს 8 ტურის შემდეგ 21 ქულა აქვთ და ლიდერ „ნიკე-ლუსოს“ 3 ქულით ჩამორჩებიან.

ჩემპიონობისთვის ისევ ორი გუნდი იბრძოლებს

მორიგ შეხვედრას ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ქუთაისში, „მართვეს“ წინააღმდეგ, 3 მაისს გამართავს.

28.04.2026 | გვიმბალაური, საფეხბურთო ცენტრი | ლანჩხუთი 5:0 ვერე

1:0 სიჭინავა (22′), 2:0, 4:0 კამარგო (34′, 61′), 3:0 დანელია (44′), 5:0 მწყერაშვილი (79′)

ლანჩხუთი: გაბელაია, ნარსია (63′ მურილო), რასელი (63 პერეირა), ჩხარტიშვილი, სიჭინავა, წულაია (80′ სულაშვილი), პასიკაშვილი, დანელია, მწყერაშვილი, ბუხრიკიძე, კამარგო