ლანჩხუთის მერიის წარმომადგენელი დააკავეს _ სუს-ი ამბობს, რომ მან „სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ე.წ. დრაივის გან­თავ­სე­ბი­სა და შემ­დგო­მი მფარ­ვე­ლო­ბის სანაცვლოდ ქრთამი აიღო“

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ლანჩხუთის მერიის შენობა და სუსის ლოგო

ლანჩხუთის მერიის წარმომადგენელი დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

სულ სუს-მა 9 მუნიციპალიტეტში, 14 საქმეზე 28 პირი დააკავა, მათგან 3 ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ლან­ჩხუ­თი­სა და თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მე­რი­ე­ბი­სა და ონის სა­ტყეო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, სხვა­დას­ხვა დროს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან, სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნილ მი­წა­ზე მოძ­რა­ვი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტის, ე.წ დრა­ი­ვის გან­თავ­სე­ბი­სა და შემ­დგო­მი მფარ­ვე­ლო­ბის, სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თის სა­ფუტკრე მე­ურ­ნე­ო­ბის მო­სა­წყო­ბად გა­და­ცე­მი­სა და შემ­დგო­მი მფარ­ვე­ლო­ბის, ასე­ვე კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი მუ­ხის მოჭ­რი­სა და სა­ტყეო უბ­ნი­დან გა­მო­ტა­ნის და­პი­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ქრთა­მი აი­ღეს“ _ აცხადებენ სუს-ში.

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, დაკავებული ლანჩხუთის მერის წარმომადგენელია (რწმუნებული) ერთ-ერთ სოფელში და ბრალდება ე.წ. დრაივის თემას ეხება. ჩვენ დეტალებს ვაზუსტებთ, რის შემდეგაც სტატია განახლდება.