გურია „გემო ფესტს“ მასპინძლოებს – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში საქართველოში ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული ფესტივალი მიმდინარეობს

|

Loading

„გემო ფესტის“ ფესტივალი | შეკვეთილი, 23.08.2025

გურია პირველ „გემო ფესტს“ მასპინძლობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, ოზურგეთში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში საქართველოში ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული ფესტივალი მიმდინარეობს.

ღონისძიებას გურიის გუბერნატორი გიორგი ღურჯუმელიძე, „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაესწრნენ.

ფესტივალის ლანჩხუთელი მონაწილეები

„გემო ფესტში“ მონაწილეობენ რეგიონის კვების ობიექტების და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები. მოწყობილია საბავშვო სივრცე, აგრო ზონა, სამეწარმეო და ღვინის მარკეტი.

მეორე საფესტივალო დღე, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში, 24 აგვისტოს, 16 საათიდან განახლდება.